საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

ლიონის პრეზიდენტი საფრანგეთის სახელმწიფოს ომს უცხადებს
„ლიონის“ პრეზიდენტი, ჟან-მიშელ ოლასი, სეზონის გაგრძელების იმედს არ კარგავს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთში, სხვა ტოპ-ჩემპიონატებისგან განსხვავებით, ტურნირი ნაადრევად შეწყვიტეს და ჩემპიონი და ევროთასების საგზურები მოქმედი ცხრილით დაანაწილეს. ამის გამო, მრავალი წლის შემდეგ პირველად, „ლიონი“ ევროთასების გარეშე დარჩა.

ამის გამო, „ოლიმპიკის“ პრეზიდენტმა სასამართლოსაც მიმართა და საქმე დღეს, 4 ივნისს უნდა განეხილათ.

„ტურნირის გაგრძელება არის ის, რის მოთხოვნასაც სასამართლოში ვაპირებ. ეროვნულმა კომიტეტმა ჩემპიონატის განახლების თაობაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

„პსჟ-ს“ პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის და ევროპული კლუბების ასოციაციას შევხვდი. პროცედურა, რომელიც უეფამ შემოიტანა, ჩვენთვის სრულიად მისაღებია: ახლავე განვაახლოთ ვარჯიშები და 3-4 კვირაში - მატჩები.“

თუ ოლასის საჩივარი შედეგს არ გამოიღებს, ის მზადაა, სახელმწიფოსთანაც დაიწყოს კამათი.

„თუ სახელმწიფომ საფეხბურთო აქტივობა აკრძალა, პასუხისმგებლებიც ისინი გამოდიან. სხვა დაზარალებულ კლუბებს შეუძლიათ, „ლიონს“ შეუერთდნენ, რათა 800-მილიონიანი შესაძლო დანაკარგი ავიცილოთ თავიდან.“ - აღნიშნა ოლასმა.

„ლიონის“ გარდა, ყველაზე მეტად ამ გადაწყვეტილებით „ამიენი“ და „ტულუზა“ დაზარალდნენ, რომლებიც, ლიგა 1-ს დასრულებამდე 10 ტურით ადრე, უმაღლესი დივიზიონიდან გააძევეს.
დღის მთავარი ამბები