საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

მინოლემ ახსნა, თუ რატომაა ლივერპული ასეთი წარმატებული
"ლივერპულის" ყოფილი მეკარე სიმონ მინოლე მერსესაიდელთა წარმატებულ სეზონებზე საუბრობს.

მოგეხსენებათ, გასულ წელს "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, წელს კი პრემიერ ლიგას მოიგებს.

"მათ წარმატების საიდუმლო ისაა, რომ ბოლო წლებში ლივერპულმა ევროპა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ფინალები წააგო, რის შემდეგაც ბევრი ისწავლა, უფრო ძლიერი დაბრუნდა და ახლა ყველას უგებს.

ფინალში მარცხები მათი განვითარებისთვის სასარგებლო გამოდგა, რაც გასულ წელს, ტოტენჰემთან მატჩშიც გამოჩნდა", - განაცხადა მინოლემ.
დღის მთავარი ამბები