საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

ბაიერნს დერ კლასიკერში საკვანძო ნახევარმცველი გამოაკლდება
მიუნხენის „ბაიერნი“ მოახლოვებულ დერ კლასიკერს დანაკლისით ხვდება.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ შეხვედრაში „ბაიერნს“ ტიაგო ალკანტარა გამოაკლდება.

ესპანელ ნახევარმცველს კუნთის პრობლემები აქვს, რის გამოც, „აინტრახტთან“ გამართული შეხვედრაც (5:2) გამოტოვა.

ბუნდესლიგის 28-ე ტურის მატჩი „დორტმუნდი“ – „ბაიერნი“ ხვალ, 26 მაისს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე, ქვეყნის ჩემპიონი „ფუტკრებს“ 4 ქულით უსწრებს (61-57), ამიტომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დასარჩენად, ლუსიენ ფავრის გუნდს გამარჯვება სასიცოცხლოდ ესაჭიროება.
დღის მთავარი ამბები