საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

ზლატანს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ? შვედ თავდამსხმელს შესაძლოა მძიმე ტრავმა აღმოაჩნდეს
თავდამსხმელს შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდი გაუცდეს.

იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს სერიოზულ ტრავმაზე აქვს ეჭვი.

წყაროს ცნობით, სავარჯიშო პროცესის დროს, 38 წლის ფეხბრუთელი დარტყმას ცდილობდა, რის შემდეგაც უეცრად გაზონზე დაწვა. პირველადი შემოწმების თანახმად, შვედს შესაძლოა სერიოზული ტრავმა ჰქონდეს.

ზუსტი დიაგნოზი ხვალ საღამოს გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, იბრაჰიმოვიჩს ქუსლის პრობლემები აქვს და მისი ასაკიდან გამომდინარე, ამის გამო მას შესაძლოა სულაც კარიერის დასრულება მოუწიოს.

შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ დაბრუნდა, რომელთანაც კონტრაქტი სეზონის ბოლომდე და კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებით ოფციით გააფორმა.
დღის მთავარი ამბები