საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

დაბრუნებული ბუნდესლიგა - ტური 2 (27) - ბაიერნს რევანში სწყურია
დაბრუნებული ბუნდესლიგა - ტური 2 (27) - ბაიერნს რევანში სწყურია
კორონავირუსის შემდეგ დაბრუნებულ ბუნდესლიგაში დღეს მორიგი მატჩები გაიმართება.

მატჩები კვლავაც უმაყურებლოდ ჩატარდება, მაგრამ რიგით 27-ე ტურში საინტერესო თამაშები მაინც საკმარისად გვექნება.

თუ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ტოპ-ჩემპიონატზე ფსონის გაკეთება მოგენატრა, ამის გაკეთებას 1xbet.com-ზე გირჩევთ, სადაც პირველ დეპოზიტზე 300 ლარამდე 100% ბონუსი გელოდება. გადადი ლინკზე და პირობებს თავად გაეცანი

17:30 საათზე გასამართი მატჩები:

„გლადბახი“ – „ლევერკუზენი“

ორივე გუნდი ძალიან კარგ სეზონს ატარებს და შეიძლება, ამ მატჩს ტურის ერთ-ერთი საუკეთესოც კი ვუწოდოთ. მასპინძლები 52 ქულით მესამე ადგილს იკავებენ და ლიდერ „ბაიერნს“ 6 ქულით ჩამორჩებიან, ფარმაცევტები კი უკან მხოლოდ ორი ქულით არიან, თუმცა მეხუთე პოზიციას იკავებენ.

ჩემპიონობაზე ოცნება რომ გვერდით გადავდოთ, დარწმუნებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და საკმაოდ დიდი შანსებიც აქვთ ამის, რამეთუ მეხუთე ადგილოსანი „ლევერკუზენი“ მეექვსე ადგილზე მყოფ „ვოლფსბურგს“ მთელი 11 ქულით უსწრებს, რაც საკმაოდ დიდი ჰანდიკაპია.

ბოლო 5 მატჩში „გლადბახმა“ 3 მოიგო, 1-ხელ დამარცხდა („დორტმუნდთან“) და 1-ც ფრედ დაასრულა („ჰოფენჰაიმთან“). „ლევერკუზენს“ კი კიდევ უფრო უკეთესი სტატისტიკა აქვს (4 გამარჯვება, ,1 ფრე).

„ფრაიბურგი“ – „ვერდერი“

დღევანდელი სტუმრები საშინელ სეზონს ატარებენ და 25 მატჩში მხოლოდ 4 გამარჯვების მოპოვება შეძლეს, რაც სატურნირო ცხრილზეც სათანადოდ აისახა - მხოლოდ 18 მოპოვებული ქულა და ბოლოსწინა ადგილი. გადასარჩენ ზონას გუნდი 9 ქულით ჩამორჩება (ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), პლეი-ოფების მომტან პოზიციამდე კი 5 ქულა აშორებს.

„ფრაიბურგი“ გაცილებით სტაბილურია და ევროპა ლიგის მეორე საგზურის მოპოვებისთვის „ვოლფსბურგს“ ებრძვის, რომელზეც მხოლოდ ორი ქულით ნაკლები აქვს. თუმცა, ბოლო დროს გუნდი არასათანადო ფორმაში იყო და უკანასკნელი 5 მატჩიდან მხოლოდ 1-ს მოგება მოახერხა (2 ფრე, 2 წაგება). შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტი აშკარად გამოკვეთილია. თუმცა, „ვერდერისთვისაც“ ნებისმიერ ქულას საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

„პადერბორნი“ – „ჰოფენჰაიმი“

ბუნდესლიგის ბოლოადგილოსანი მეცხრე პოზიციაზე მყოფ „ჰოფენჰაიმს“ მიიღებს, რომელიც ასევე ევროპა ლიგისთვის იბრძვის, რამეთუ მეცხრე ადგილის მიუხედავად, მეექვსემდე მხოლოდ 4 ქულა აშორებს. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაში ქულები ორივე გუნდს ძალიან სჭირდება, რაც მატჩს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

„ვოლფსბურგი“ – „დორტმუნდი“

კიდევ ერთი მატჩი, რომელსაც პრეტენზია ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაზე აქვს. 39 ქულით „მგლები“ ევროპა ლიგის მომტან მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, მათ ფეხის დაცდენას ძალიან ბევრი გუნდი ელოდება და დღეს, ამის დიდი შანსი იქნება, რადგან გუნდს მეორეადგილოსანი, დორტმუნდის „ბორუსია“ და ჩინებულ ფორმაში მყოფი ერლინგ ჰოლანდი ესტუმრება.

წინა ტურში „დორტმუნდმა“ უშანსოდ გაანადგურა რურის დერბიში „შალკე 04“ (4:0) და საერთოდ, ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია. გუნდს ბოლო ხუთ მატჩში ხუთი გამარჯვება აქვს და ლიდერ „ბაიერნამდე“ 4 ქულა აშორებს. თუმცა, ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე, „ფუტკრებისთვის“ ფეხის დაცდენა პრაქტიკულად ჩემპიონობისთვის ბრძოლიდან გამოთიშვის ტოლფასი იქნება.

20:30


„ბაიერნი" - „აინტრახტი"

დღის უკანასკნელ შეხვედრაში კი ჩემპიონი შარშანდელ სენსაციას, „აინტრახტს“ მიიღებს, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა და პარალელურად, ევროპა ლიგის ფინალში გასასვლელად ერთი ნაბიჯი დააკლდა. თუმცა, ზაფხულში ლიდერები გაყიდა და წელს, იმ გუნდის აჩრდილიღა დარჩა.

ამჟამად, „აინტრახტი“ მე-13 ადგილს იკავებს და ბოლო 5 მატჩში 4 წაგება და მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს. ფიქრი იმაზე, რომ დღეს, „ალიანც არენაზე“, გუნდს რაიმეს შანსი მაინც ექნება, დიდი უტოპია იქნება, რისიც ბუკმეიკერებსაც არ სჯერათ.

„ბაიერნი“ ჰანსი ფლიკთან ერთად პირველ ადგილს დაუბრუნდა და ბოლო 5 მატჩში 5 მოგებით, 58 ქულით ლიდერობს ცხრილს. არაა გამორიცხული, დღეს „ალიანც არენაზე“ მორიგი უხვგოლიანი სანახაობა ვიხილოთ, თუმცა უფრო მეტად ერთი გუნდის შესრულებით.

თუმცა, ამ მატჩის მოლოდინი ერთი ფაქტორის გამო კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი - პირველ ტურში, „აინტრახტმა" საკუთარ მოედანზე ჯერ კიდევ ნიკო კოვაჩის გუნდი 5:1 გაანადგურა. უკვე მეცხრე წუთზე, მოედნიდან წითელი ბარათის გამო ჟერომ ბოატენგი გააძევეს, 10-კაციანმა გუნდმა კი მასპინძლების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს. დღეს კი, რაღა თქმა უნდა, რევანშის აღება მოუნდებათ.
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
10:22
ჭიკაძემ სასურველი მეტოქე დაასახელა: "წლის ბრძოლა იქნება"
10:01Bayern München
ბაიერნის ახალი "შუშის კაცი"
09:45
"ოქროს ბურთი პრიორიტეტი არ არის", - მბაპე
09:29Real Madrid
რეალი ჰავერცისთვის ბრძოლაში ჩაერთო
09:17Barcelona
ბარსელონა ტერ შტეგენს კვლავ ვერ უთანხმდება
04:16
Millennial, 21, Reveals How He Made His First MILLION Dollars
04:03
ლეგიას ქართველი ლიდერი - პოლონეთში ვაკო გვილიას აქებენ
03:53
VIDEO: ბასილაშვილის დასაფასებელი საქციელი, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა
03:46Barcelona
ვიდალის ყოფილმა თანაგუნდელმა დაასახელა კლუბი, სადაც არტუროს სურს თამაში
03:23Barcelona
სუარესი: "ბარსელონა მიზანი და ამბიცია უცვლელია"
03:20Bayern München
ლევანდოვსკის განუმეორებელი შედეგი ბუნდესლიგაში
03:13
სასიამოვნო ინფორმაცია: კორონავირუსი პრემიერ ლიგის არცერთ კლუბში არ დადასტურდა
03:10Liverpool
მინოლემ ახსნა, თუ რატომაა ლივერპული ასეთი წარმატებული
03:07Chelsea
ჟირუ ფინალს იხსენებს: "მათთვის ბევრი რამ მქონდა დასამტკიცებელი"
03:02
ვაკო გვილიას მორიგი ბრწყინვალე მატჩი და გამარჯვება [VIDEO]
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა