საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

უეფას ახალი გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრებების მატჩებთან დაკავშირებით
უეფას ახალი გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრებების მატჩებთან დაკავშირებით
დღეს, უეფას ორგანიზებით და 55-ვე წევრი ასოციაციის გენერალური მდივნების მონაწილეობით მორიგი ვიდეო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის დასრულების შემდეგ კი, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ვიდეო კონფერენციის დროს განხილული საკითხები გადაწყდა, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს, ასაკობრივ ნაკრებებს, საკლუბო და ქალთა ფეხბურთს შეეხება.

ეროვნული ნაკრები
​უეფას დღევანდელი გადაწყვეტილებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ივნისის სანაკრებო პაუზა გაუქმდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ყველა მატჩი გადაიდო. შესაბამისად, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართი ევრო პირველობის პლეი-ოფის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო და სავარაუდოდ ზაფხულის ნაცვლად მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. მატჩის ჩატარების კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე უცნობია და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ასაკობრივი ნაკრებები
ეროვნული ნაკრების მსგავსად ზაფხულის სანაკრებო პაუზის პერიოდში მატჩები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსაც უნდა გაემართათ, მაგრამ ახალი კორონავირუსის გარშემო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს მატჩებიც გადაიდო. დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაუქმდა 2020 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატი და შესაბამისად ჩვენი 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებები მატჩები კი, ეროვნულის მსგავსად სავარაუდოდ შემოდგომისთვის გადაიდო.

საკლუბო ფეხბურთი
უეფას გადაწყვეტილებით 2020-2021 წლების სეზონისთვის ევრო ტურნირები ივლისის ნაცვლად სავარაუდოდ აგვისტოდან დაიწყება. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად შეიცვალა ლიცენზირების და განაცხადის წარდგენის ვადები. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების მონაწილეობით პარასკევს ვიდეო კონფრენციას გამართავს.

​ქალთა ფეხბურთი
სხვა ასაკობრივ ტურნირებთან ერთად ასევე გაუქმდა 19-წლამდე გოგონებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში უნდა გამართულიყო. ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მიმართა უეფას და გამოთქვა მზადყოფნა იმის შესახებ, რომ უმასპინძლოს გოგონათა რომელიმე ასაკობრივი ჯგუფის ევროპის ჩემპიონატს.

GFF
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
12:10Real Madrid
კასილასი: "ლა ლიგის შემდეგ ინგლისში თამაში მინდოდა"
12:07Atlético Madrid
ნუნუ გომეში: "ჟოაო ფელიქსი ტალანტსა და ინტელექტს ფლობს ოქროს ბურთის მოსაგებად"
12:03Chelsea
აბრამოვიჩი ზაფხულში ორი ტოპ-ფეხბურთელის შეძენას აპირებს
12:00Real Madrid
მოულოდნელი არჩევანი - კასილასმა კარიერის საუკეთესო სეზონი დაასახელა
11:54Arsenal
კარაგერმა არსენალს ობამეიანგის მომავალზე რჩევა მისცა
11:49Real Madrid
კასილასმა კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი დაასახელა
11:46Lazio
4 კლუბი საქმეში, ლაციო მზადაა მილინკოვიჩ-სავიჩი გაყიდოს
11:33Real Madrid
კასილასმა რეალის ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
11:26
იდეალური ცხრიანი - ლევანდოვსკის საუცხოო ფორმის საიდუმლო
11:26
VIDEO: კავანიმ პსჟ-ში გატანილი საუკეთესო გოლი გამოარჩია
11:19Manchester United
მანჩესტერ იუნაიტედმა 80-მილიონიანი შეთავაზება გააკეთა
11:16Tottenham Hotspur
ვერტონგენმა ტოტენჰემი შესაძლოა 30 ივნისს დატოვოს
11:13Manchester City
მანჩესტერ სიტი მილანის ნახევარმცველით ინტერესდება
11:10Manchester United
ლინგარდი კარიერის გაგრძელებას იტალიაში აპირებს
11:07Bayer Leverkusen
ლევერკუზენმა ვენდელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა