საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა
რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა
„რეალის“ საპრეზიდენტო რბოლის ინტრიგები გუნდს თითქმის კრიშტიანუ რონალდუს დაკარგვის ფასად დაუჯდა.

ჟურნალისტი გილემ ბალაგე აღწერს, როგორ შეეძლო პორტუგალიელს „ბარსელონაში“ გადასვლა.

2009 წლის 16 იანვარს, რამონ კალდერონი „რეალის“ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. მისი საქმე ეჭვებით, ინსინუაციებითა და ბრალდებებით გადაიფარა, ის კი სულ შეთქმულებებზე საუბრობდა და თავისი რეპუტაციის გარეცხვას ცდილობდა, მაგრამ ვერ გაუძლო.

კალდერონის გადადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე, მოხდა პირველი კრიტიკული სიტუაცია კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერთან დაკავშირებით. რადიოპროგრამა El Larguero-ს წამყვანმა, პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ აქვს შეთანხმება, რომელიც მას სეზონის, „ადეკვატურ ფასად“ სხვა გუნდში გადასვლის საშუალებას აძლევს. ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორღაც მოხვდა ჟურნალისტის ხელში. ალექს ფერგიუსონი განრისხდა - ჟორჟე მენდეშს და რამონ კალდერონს მისი დამშვიდება მოუწიათ.

მეორე კრიტიკული სიტუაცია უკვე ვისენტე ბოლუდას პრეზიდენტობისას მოხდა, რომელიც გუნდს სათავეში კალდერონის წასვლის შემდეგ ჩაუდგა და პასუხისმგებელი იყო იმაზე, რომ ზაფხულში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები გამართულიყო. 18 მარტს, ჯგუფ Etica Madridista-ს მეთაურმა, ფერნანდეს დე ბლასმა, „რეალის“ ხელმძღვანელობა რონალდუს მომავალი ტრანსფერის გამო ღიად გააკრიტიკა. ფერნანდო დე ბლასი დამოუკიდებელი იყო, მაგრამ მისი განცხადებები უცნაურად შეესაბამებოდა ფლორენტინო პერესის წინასაარჩევნო კამპანიის ინტერესებს (მოგვიანებით ის პერესის ვიცე-პრეზიდენტი გახდა).

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

„ლივერპულში“ უფრო მეტი ესპანელია, ვიდრე „რეალში“. კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზედმეტად დიდ თანხებს ითხოვს. ამ ფულად, ესპანეთის ნაკრების ორი მოთამაშის დამატებას შევძლებდით. ასეთი ინვესტიციები კარგად უნდა იქნეს განხილული და გუნდი არ უნდა დააზარალოს. შესაძლოა, ამ 100 მილიონის დახარჯვა ორ ფეხბურთელზე სჯობდეს, უმჯობესია ესპანელებზე.“ - აღნიშნა დე ბლასმა.

ვისენტე ბოლუდა ძალიან შეშინდა - მას არ სურდა თავისი სახის გასვრა და არც ის უნდოდა, რომ მას საკლუბო რესურსების ხარჯვა დასდებოდა ბრალად. სინამდვილეში, რონალდუს ტრანსფერი „რეალს“ თითქმის ვერაფრით დააზიანებდა: გუნდის ბიუჯეტში იყო დამატებითი 140 მილიონი ევრო, ტრანსფერი კი მინიმალურ რისკებთან იყო დაკავშირებული. ფერნანდეს დე ბლასმა წარმოადგინა დამახინჯებული ვერსია, მაგრამ ამან გუნდის მოქმედ პრეზიდენტზე ძალიან იმოქმედა. ბოლუდამ გადაწყვიტა ყველაფერი გაესაჯაროვებინა, რათა ბრალდება აეცილებინა თავიდან.

რონალდუსთან შეთანხმების დარღვევა მადრიდულ გრანდს 30 მილიონ ევროდ დაუჯდებოდა, მაგრამ იყო მეორე ვერსიაც - თუ მხარეები შეთანხმებას ორმხრივად გაწყვეტდნენ - გადასახდელი აღარაფერი იქნებოდა. ბოლუდამ ჟორჟე მენდეშს დაურეკა და შესთავაზა, რომ ყველაფერი გაუქმებულიყო: „რეალი“ 94 მილიონ ევროდ „ჰაერში“ არ გაისვრიდა, რონალდუს კი ნებისმიერ სხვა გუნდში შეეძლო გადასვლა. ძალიან სარისკი სვლა იყო, მაგრამ ბოლუდა ვა-ბანკზე წავიდა.

მენდეშის პასუხი არანაკლებ უცნაური იყო - მან ორმხრივ გაწყვეტაზე თანხმობა განაცხადა და უმალვე გაუშვა მადრიდში პირადი იურისტი. აგენტს რონალდუს თაობაზე კიდევ ორი შემოთავაზება ჰქონდა. თანაც, უფრო ძვირადღირებული. „მანჩესტერ სიტი“ თითქოსდა იხდიდა 150 მილიონ ევროს, „ბარსელონა“ კი - 105. ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ შეიძლებოდა ერთ გუნდში, ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ყოფილიყვნენ.

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

როდესაც ბოლუდამ სიტუაცია თავის გარემოცვას მოუყვა, „რეალის“ დირექტორთა საბჭომ თავზე ხელი მოიკიდა: „თუ მას „ბარსა“ დაიმატებს, ტიტულს კიდევ 10 წელი ვერ მოვიგებთ.“ - აღნიშნა მმართველობის ერთ-ერთმა წევრმა. ბოლუდას სთხოვდნენ, რონალდუზე უარი არ ეთქვა, მაგრამ პრეზიდენტი თავის ვერსიას ბოლომდე იცავდა და არ უნდოდა, ისტორიაში „სულელად“ შესულიყო, რომელიც გუნდს ფინანსურად აზარალებდა. დაძაბულობამ პიკს მიაღწია.

ყველაფერი ძალიან მარტივად გადაწყდა. ბოლუდას დაარწმუნეს, დაერეკა ფლორენტინო პერესთან. ერთი შეხედვით, უცნაური გადაწყვეტილებაა, რადგან იმ დროს პერესი არავინ იყო და საკუთარი კანდიდატურა ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებზეც კი არ ჰქონდა წარმოდგენილი. მაგრამ, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მას ფერნანდო დე ბლასის სკანდალურ განცხადებებზე მიუწვდებოდა ხელი.

საღამოს 11 საათი, ბოლუდა პარტნიორებთან ერთად კრეფს ფლორენტინო პერესის ნომერს და საუბრის ხმას ბოლომდე წევს. საუბარი ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლუდამ აუხსნა პერესს, რომ მას დე ბლასის გამოხტომები კრიშტიანუს ტრანსფერის ალოგიკურობასთან დაკავშირებით მობეზრდა, ის შიშობს, რომ კლუბს ფინანსურ ზიანს მიაყენებს და საერთოდ, ტრანსფერის ჩაშლას აპირებს. პერესის პასუხი კი შემდეგი იყო: „დე ბლასი ამაზე ხმასაც კი აღარ ამოიღებს.“

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

მიუხედავად იმისა, რომ პერესი კალდერონის მტრად მოიაზრებოდა, მას რონალდუს ტრანსფერის ჩაშლის უფლება არ ჰქონდა. ჩაუდგე სათავეში „რეალს“, როცა „ბარსელონას“ შემადგენლობაში ერთდროულად თამაშობენ კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი - კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ, ფლორენტინომ ყველაფერი მოაგვარა. იმავე საღამოს დაურეკეს მენდეშს, რომელმაც თავისი იურისტი უკან გაიწვია. რამდენიმე დღეში ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ „რეალის“ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
13:07
ანდერ ერერა: "კავანის კარიერის გაგრძელება ესპანეთში უნდა"
12:58Manchester United
მანჩესტერი ვან დე ბეეკს მიუბრუნდა
12:55Borussia Dortmund
ფავრი: "მომენტების შექმნა ცენტრფორვარდის გარეშეც შეგვიძლია"
12:50Real Madrid
"რამოსისთვის ეს კარიერის იდეალური დასასრული იქნებოდა", - სერხიოს ძმა და აგენტი
12:44Chelsea
"ჯერ კონტაქტიც არ გვქონია", - ლაიპციგის დირექტორი ჩელსისთან შეთანხმებას უარყოფს
12:40Barcelona
ფირპოს შესაცვლელად, ბარსელონა ხუთ მარცხენა მცველს განიხილავს
12:36Juventus
ბონუჩი: "მილანში ჩემი ტრანსფერი უსარგებლო ნამდვილად არ ყოფილა"
12:32Chelsea
ფაულერი: "ლივერპულის ქომაგებს ისე ეწყინათ, თითქოს ვერნერი კი არა, ვან ბასტენი დაკარგეს"
12:26Juventus
რაბიოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა
12:23Chelsea
უარი რომას, პედრო ლა ლიგაში ბრუნდება
10:57Brazil
კაფუ: "ტრენტს ბრაზილიური სათამაშო სტილი აქვს და მსოფლიოში საუკეთესოობა შეუძლია"
10:52Juventus
კრიშტიანუს მოულოდნელი საჩუქარი იტალიელს, რომელმაც მისი შედევრი გაიმეორა [VIDEO]
10:43
ჩემპიონთა ლიგა დროებით სახეს იცვლის - მატჩების ჩატარების ადგილიც პრაქტიკულად ცნობილია
10:34
უოტფორდის ფეხბურთელი: "ინგლისში რასიზმი იმხელაა, რომ მე შემიძლია ვიყო მარტო ფეხბურთელი, რეპერი ან ნარკომოვაჭრე"
10:29
"უდიდესი შეცდომა იქნება, რომელსაც გუნდი ძალიან ინანებს", - ანელკამ პსჟ-ს რჩევა მისცა
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა