საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

მანჩესტერმა სანჩოს ტრანსფერისთვის კოლოსალური თანხა გაამზადა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ჯეიდონ სანჩოს ხელში ჩაგდებას გეგმავს.

როგორც Daily Mirror წერს, "ეშმაკუნები" მზად არიან 20 წლის ინგლისელში 130 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ამ სეზონში სანჩომ ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, სამი წლის წინ, "დორტმუნდმა" ახალგაზრდა შემტევი 8 მილიონად იყიდა.
დღის მთავარი ამბები