საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

კავანი, ზლატანი, პედრო და სხვები - რა ბედი ეწევათ უკონტრაქტო ფეხბურთელებს?
კავანი, ზლატანი, პედრო და სხვები - რა ბედი ეწევათ უკონტრაქტო ფეხბურთელებს?
უეფას გადასაწყვეტი აქვს, გადადოს თუ არა ევროპის ჩემპიონატი, შიდა ტურნირები კი მის გადაწყვეტილებას ელიან, რათა გაარკვიონ, მოხერხდება თუ არა ამ სეზონის ბოლომდე ჩამთავრება ზაფხულში.

თუ საბოლოოდ ასე გადაწყდა, რა ბედი ეწევა იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კონტრაქტი თავიანთ გუნდებთან 30 ივნისს უმთავრდებათ?

ასეთ შემთხვევაში ტოპ-ჩემპიონატებში რამდენიმე ფეხბურთელი დაზარალდება, რომელთა აგენტებმა ახლა ისიც არ იციან, თუ რა უნდა ქნან. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ უეფა გასცემს უფლებას, ფეხბურთელებმა თავიანთ კლუბებთან კონტრაქტი კიდევ რამდენიმე კვირით გაახანგრძლივონ.

სხვები კი ფიქრობენ, რომ სჯობს, 1 ივლისიდან ეს ფეხბურთელები უკვე ახალ გუნდში გადავიდნენ და იმასთან ერთად გააგრძელონ ასპარეზობა. გადავხედოთ, ვის შეეხება ეს პრობლემა ყველაზე მეტად.

ლიგა 1 და სერია ა: კავანი, კალეხონი, ზლატანი...

ტომა მენიე, ედისნონ კავანი და ლაივინ კურზავა - „პსჟ-ს“ სამი ფეხბურთელია, რომლებსაც კონტრაქტი ივნისში უმთავრდებათ. ფრანგი მცველი „არსენალთან“ პრაქტიკულად შეთანხმებულია და 1 ივლისიდან „მეთოფე“ უნდა გახდეს.

არ აქვს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი გახანგრძლივებული არც დრის მერტენსს, თუმცა პრესაში იწერება, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. რაც შეეხება ხოსე კალეხონს, ის შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს.

ჯერჯერობით უცნობია, მზადაა თუ არა „მილანი“ იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად, რომელიც ასევე ივნისში იწურება.

პრემიერ ლიგა და ბუნდესლიგა: ვილიანი, პედრო, გიოტცე...

კავანი, ზლატანი, პედრო და სხვები - რა ბედი ეწევათ უკონტრაქტო ფეხბურთელებს?

ვილიანი და პედრო როდრიგესი სავარაუდოდ 30 ივნისს „ჩელსის“ ფეხბურთელები აღარ იქნებიან, ოლივიე ჟირუს კი სერია ა-ს გუნდები ეპატიჟებიან.

„ტოტენჰემის“ ცენტრალური მცველი, იან ვერტონგენი, „მანჩესტერის“ ნახევარმცველი ნემანია მატიჩი და „ლივერპულის“ შემტევი, ადამ ლალანაც, სავარაუდოდ, კარიერას სხვა გუნდებში გააგრძელებენ.

გერმანიაში ანალოგიური პრობლემა აქვს მარიო გიოტცეს, რომელიც, სავარაუდოდ, დორტმუნდის „ბორუსიას“ უფასოდ დატოვებს.
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
03:10Barcelona
მეორე ტალღა იწყება - ბარსელონა ლაუტაროს არ ეშვება
03:08
რატომ არ დადის ბალოტელი ვარჯიშებზე, უკვე კვირაზე მეტია?
02:48
შენგელია ცსკა-ში გადასვლას უახლოვდება
02:45
კვერკველიას მომავალი საბოლოოდ გაირკვა?
02:30Borussia Dortmund
დორტმუნდის დირექტორი აღშფოთებულია: "საიდან მოიტანეთ? - სანჩო სულ ჩვენთან იყო"
02:26Manchester United
"დე ხეა სპაიდერ-მენივით იყო" - პოლონელი მეკარე ემოციებშია
02:21Barcelona
სუარესი: "ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, თუმცა ვეცდები, რეკორდი დავამყარო"
02:18
ვარჯიშები დაიწყო: ფეხბურთი ამერიკაშიც ბრუნდება
02:14Bayer Leverkusen
ჰავერცი უკვე 2 გრანდს სურს - კლუბში კომენტარს აკეთებენ
02:10Chelsea
რამდენს გადაიხდის ჩელსი ვერნერის სანაცვლოდ?
00:41Chelsea
"ლივერპულისგან განსხვავებით, ჩელსის ვერნერის ტრანსფერზე ფული არ ენანება", - ნორვეგიელი ექს-მოთამაშე
00:31Real Madrid
რეალი კამავინგას გაფორმებასთან ძალიან ახლოს არის
00:21Barcelona
გრიზმანმა კარიერის დასრულების ადგილი უკვე შეარჩია: "იქ თამაშზე ვოცნებობ"
00:05Inter
ოფიციალურად: კოპა იტალიას 1/2 ფინალებისა და ფინალის გამართვის თარიღი ცნობილია
23:48Real Madrid
ბეილის აგენტი: "ფეხბურთელებისთვის ხელფასის დაკლება არასწორია"
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა