საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

რა მოხდება ესპანეთში, თუ ლა ლიგაც ბუნდესლიგის გზას გაყვება?
რა მოხდება ესპანეთში, თუ ლა ლიგაც ბუნდესლიგის გზას გაყვება?
ესპანეთში ძალიან ბევრი ეჭვია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ჩამთავრდეს 2019/20-წლების ლა ლიგის გათამაშება.

კორონავირუსის პანდემიამ ევროპის ყველა ტოპ-ჩემპიონატი გაყინა და სხვადასხვა ქვეყანა თავის გამოსავალს ეძებს იმ შემთხვევისთვის, თუ ამ სეზონში ტურნირების განახლება ვერ მოხერხდა.

კერძოდ, ბუნდესლიგა აპირებს, ჩემპიონი მოქმედი ცხრილის მიხედვით დაასახელოს. რა იქნება, თუ ლა ლიგა იგივეს გააკეთებს?

თუ ლა ლიგა ახლავე შეწყდა, ჩემპიონი „ბარსელონა“ გახდება, რომელმაც მადრიდის „რეალი“ ცხრილში უკანასკნელ ტურში, ორი ქულით ჩამოიტოვა.

„ბარსელონასთვის“ ეს 27-ე ტიტული იქნება, კიკე სეტიენის პირველი, ლეო მესის კი - მე-11.

ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენილი „ატლეტიკო“

ამჟამინდელი ცხრილით, მომდევნო სეზონში ესპანეთს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონა“, „რეალი“, „სევილია“ და „სოსიედადი“ წარადგენენ. „ატლეტიკო“ ცხრილში მეექვსეა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს 2010 წლის შემდეგ პირველად გამოტოვებს.

ხეტაფე კვლავ ევროპა ლიგაზე

ევროპა ლიგის საგზურს „ხეტაფე“, „ატლეტიკო“ და „ვალენსია“ გაინაწილებენ.

კოპა დელ რეი გამარჯვებულის გარეშე

თუ ამ სეზონში თამაში აღარ გაიმართება, კოპა დელ რეის ფინალი „ბილბაოსა“ და „სოსიედადს“ შორის, ბუნებრივია, გაუქმდება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორივე გუნდი იშვიათი ტიტულის მოგების შანსის გარეშე დარჩებიან, „ბილბაოს“ კი ევროპა ლიგის საგზურიც გამოაკლდება, რადგან კოპა დელ რეის მოგება ევროპა ლიგის საგზურს ავტომატურად იძლევა.

არავინ გავარდება

სამი გუნდი, რომელიც ამჟამად სატურნირო ცხრილის ბოლოში იმყოფება - „ესპანიოლი“, „ლეგანესი“ და „მალიორკა“, პრიმერა დივიზიონში ადგილებს შეინარჩუნებენ.

22-გუნდიანი ლიგა

ბუნდესლიგა აპირებს, რომ გავარდნის პირას მყოფი გუნდები ჩემპიონატში დატოვოს, მაგრამ ასევე დააწინაუროს ოთხი გუნდი, რომელიც მეორე დივიზიონის სათავეში იმყოფება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატი 22-გუნდიანი გახდება.

ლა ლიგაში ახლა ისედაც 20 გუნდია და შესაბამისად, ისინი მხოლოდ სეგუნდას ორ მოწინავე გუნდს დააწინაურებენ - კერძოდ, „კადისს“ და „სარაგოსას“.
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
02:48
შენგელია ცსკა-ში გადასვლას უახლოვდება
02:45
კვერკველიას მომავალი საბოლოოდ გაირკვა?
02:30Borussia Dortmund
დორტმუნდის დირექტორი აღშფოთებულია: "საიდან მოიტანეთ? - სანჩო სულ ჩვენთან იყო"
02:26Manchester United
"დე ხეა სპაიდერ-მენივით იყო" - პოლონელი მეკარე ემოციებშია
02:21Barcelona
სუარესი: "ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, თუმცა ვეცდები, რეკორდი დავამყარო"
02:18
ვარჯიშები დაიწყო: ფეხბურთი ამერიკაშიც ბრუნდება
02:14Bayer Leverkusen
ჰავერცი უკვე 2 გრანდს სურს - კლუბში კომენტარს აკეთებენ
02:10Chelsea
რამდენს გადაიხდის ჩელსი ვერნერის სანაცვლოდ?
00:41Chelsea
"ლივერპულისგან განსხვავებით, ჩელსის ვერნერის ტრანსფერზე ფული არ ენანება", - ნორვეგიელი ექს-მოთამაშე
00:31Real Madrid
რეალი კამავინგას გაფორმებასთან ძალიან ახლოს არის
00:21Barcelona
გრიზმანმა კარიერის დასრულების ადგილი უკვე შეარჩია: "იქ თამაშზე ვოცნებობ"
00:05Inter
ოფიციალურად: კოპა იტალიას 1/2 ფინალებისა და ფინალის გამართვის თარიღი ცნობილია
23:48Real Madrid
ბეილის აგენტი: "ფეხბურთელებისთვის ხელფასის დაკლება არასწორია"
23:34Barcelona
"მესის მარცხენა ფეხი, რონალდუს ფიზიკური ფორმა", - ინიესტამ იდეალური ფეხბურთელი შეადგინა
23:21Chelsea
BBC-იც ადასტურებს - ვერნერი ახალ გუნდს უახლოვდება
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა