საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

ლა ლიგაში მოვლენათა განვითარების ოთხი სხვადასხვა ვარიანტი განიხილება
ლა ლიგაში მოვლენათა განვითარების ოთხი სხვადასხვა ვარიანტი განიხილება
ისევე, როგორც ევროპის უდიდეს ნაწილს, კორონავირუსი ესპანეთის ჩემპიონატსაც შეეხო და ტურნირი მინიმუმ ორი კვირით შეჩერებულია.

თუმცა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა დაადასტურა, რომ ხელმძღვანელობა მოვლენათა განვითარების ოთხ სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილება კი 25 მარტს იქნება მიღებული.

პირველი სცენარი: ყველა დარჩენილი მატჩის ჩატარება

ლა ლიგამ ოფიციალურად შეაჩერა პრიმერას 28-ე და 29-ე ტურის მატჩები, ხოლო სეგუდნას 32-ე და 33-ე. თუმცა, ორი კვირის შემდეგ, ვადები საჭიროების შემთხვევაში კიდევ გახანგრძლივდება. 38 მატჩის ჩატარების ყველაზე დიდი პრობლემა კალენდარია - შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი დრო იმისთვის, რომ ყველა მატჩის ჩატარება მოესწროს. ლა ლიგა გადაწყვეტილებას იქიდან გამომდინარე მიიღებს, თუ რას გადაწყვეტს უეფა - გააუქმებს თუ არა ჩემპიონთა ლიგას, ევროპა ლიგას და რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატს, რომელიც წესით 12 ივნისს უნდა დაიწყოს.

კალენდარში გადადებული მატჩების ჩატარების ორი რიცხვი არსებობს - 18 აპრილი და 20 მაისი. თუ ჩემპიონთა ლიგის კალენდარი შეიცვლება, ან ტურნირი საერთოდ გაუქმდება, ეს უფრო მეტ დღეს გაათავისუფლებს და შესაძლოა, ლა ლიგამ ამით იხეიროს. ევროპის ჩემპიონატის გადადება კი მთელ ივნისს გაათავისუფლებს და ეს ფედერაციას ხელ-ფეხს ბოლომდე გაუხსნის.

მეორე სცენარი: სეზონის შედეგები განულდეს

თუ სიტუაცია გაუარესდება და მივა იქამდე, რომ მატჩების გადადება უკვე შეუძლებელი იქნება, რადგან მათი ჩატარება ვერ მოესწრება, ლა ლიგამ შესაძლოა სეზონი გაანულოს. ასეთ შემთხვევაში არც ჩემპიონი გამოცხადდება, არცერთი გუნდი არ გავარდება და შესაბამისად, არც არავინ ამოვა ზედა დივიზიონში. ყველა გუნდი ჩვეულებრივად დაიწყებს მომდევნო სეზონს.

მესამე სცენარი: სეზონის დასრულება 27 ტურის შედეგად

სადღეისოდ, ლა ლიგაში 27 ტურია ჩატარებული და სეზონის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზაც სწორედ მისი დასრულებულად გამოცხადებაა. ასეთ შემთხვევაში ჩემპიონი „ბარსელონა“ გახდება, „რეალი“, „სევილია“ და „სოსიედადი“ კი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ. „ხეტაფე“ და „ატლეტიკო“ ბრძოლას ევროპა ლიგაზე გააგრძელებენ, „მალიორკა“, „ლეგანესი“ და „ესპანიოლი“ კი სეზონს მეორე დივიზიონში დაიწყებენ.

თუმცა ეს ვარიანტი ნაკლებად შესაძლებელია, რადგან ყველა გუნდმა ერთმანეთთან თამაში ორ-ორჯერ ვერ მოასწრო და ჩემპიონის ასეთ პირობებში გამოვლენა უცნაური იქნება.

მეოთხე სცენარი: სეზონის დასრულდეს პირველი წრის (19 ტურის) შედეგებით.

თუ მატჩები აღარ ჩატარდება, შესაძლოა, ლა ლიგამ შედეგები სეზონის ეკვატორის მიხედვით გადაწყვიტოს. 19 ტურის შემდეგ ცხრილს „ბარსელონა“ ლიდერობდა და „რეალს“ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებდა (ორივეს ანგარიშზე 40-40 ქულა იყო).
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
23:39Bayern München
კოუტინიო ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, პრემიერ ლიგის გუნდები ამუშავდნენ
23:30Chelsea
The Sun: ვერნერის ახალი გუნდი ცნობილია
23:23Chelsea
ჟორჟინიოს იუვენტუსში გადასვლის ალბათობა მცირდება
23:13Chelsea
"ჩელსიმდე 3 ქულაა? ეს წვრილმანია", - ბერბატოვი
21:58Liverpool
კლოპი: "საჩემპიონო აღლუმი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შედგება"
21:50Arsenal
კოუტინიოთი პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა
21:43Manchester United
ბერბატოვი: "იგალო სრულფასოვან კონტრქტსაც იმსახურებს"
21:33Real Madrid
"ლა ლიგას მოიგებს ის, ვინც ამ უცნაურობას მიეჩვევა", - კროოსი
21:22Arsenal
ლუიზით მისი ერთ-ერთი ყოფილი გუნდი დაინტერესდა
20:59Arsenal
Adidas-ი ოზილთან კონტრაქტს წყვიტავს
20:44Atlético Madrid
ოფიციალურად: სიმეონე თანაშემწეს გარეშე დარჩა
20:34Barcelona
დემბელე ლივერპულში? - ფრანგის პოზიცია ცნობილია
20:24Manchester City
"პრემიერ ლიგას ჰყავს მოთამაშე, რომელიც მესისა და რონალდუს დონეზე არის", - გრილიში
20:09Barcelona
მესის საერთო ჯგუფში არ უვარჯიშია
18:05Barcelona
კოუტინიო პრემიერ ლიგაში იქაჩება
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა