საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა! - ორი ახალი გმირის 1/4 ფინალში გასვლის მოლოდინში
ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა! - ორი ახალი გმირის 1/4 ფინალში გასვლის მოლოდინში
დღეს, თბილისის დროით 23:59 საათზე სტარტს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების განმეორებითი შეხვედრები აიღებს. პირველები ბრძოლაში ერთვებიან "ვალენსია" - ბერგამოს "ატალანტა" და "ლაიპციგი" - "ტოტენჰემი". მიმოვიხილოთ გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობა მატჩის წინ.

ვალენსია - ატალანტა

"შავ-ლურჯებმა" საერთოდ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით, სენსაცია უკვე მოახდინეს. ის, თუ რა გარემოებებში გავიდა 1/8 ფინალში "ქალღმერთი", აგრეთვე მოულოდნელობაა. მოგვიანებით, "ნერაძურიმ" უფრო ღრმად შეტოპა და გაანადგურა "ღამურები", მოკლედ, ლომბარდიელებს სიურპრიზები უყვართ.

ჯან პიერო გასპერინის გუნდი ცალი ფეხით შემდეგ ეტაპზეა, რადგან 4:1-ით გამოწვეული უპირატესობის გაფლანგვა, ძალიან რთული იქნება. დიახ, "ლოს ჩეს" მინიმუმ 3:0 აქვს მოსაგები. თავდაპირველად, "მურსელაგოსი" ითვლებოდა ფავორიტად, მაგრამ "ატალანტას" არაპროგნოზირებადობამ, ყველა ზღვარს გადააჭარბა.

ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა! - ორი ახალი გმირის 1/4 ფინალში გასვლის მოლოდინში

პირველი მატჩის მსგავსად, "მესტალიას" მკვიდრების ლაზარეთი ახლაც გადატვირთულია. ალბერტ სელადესი ვერ გამოიყენებს შემდეგ ფეხბურთელებს - მაქსი გომესს, ეზეკიელ გარაის, ელიაქვიმ მანგალას, კრისტიანო პიცინისა და მანუ ვალიეხოს. რაც შეეხება ბერგამოს: რაფაელ ტოლოი და ბერატ ჯიმსიტი. სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:

ვალენსია - დომენეკი, დიახაბი, გაბრიელი, გაია, ვასი, კონდოგბია, პარეხო, სოლერი, ტორესი, როდრიგო, გამეირო

ატალანტა - გოლინი, კალდარა, პალომინო, დე რონი, ჰატებოერი, გოსენსი, ფროილერი, პაშალიჩი, გომესი, ილიჩიჩი, საპატა

ლაიპციგი - ტოტენჰემი

"შავ-ლურჯების" მსგავსად, "წითელი ხარების" სახით, ჩემპიონთა ლიგამ კიდევ ერთი გუნდი-სენსაცია გვაჩუქა. საქსონურმა კლუბმა გასვლაზე ხომ თვით ვიცე-ჩემპიონი დაამარცხა. "ჰოტსპურს" არავინ უკარგავს ოსტატობას, მაგრამ ფავორიტი ამ შემთხვევაში სწორედ ახალგაზრდა "რედ ბულსია".

ლონდონურ გუნდს სჭირდება მხოლოდ გამარჯვება, თანაც სასურველია მინიმუმ ორი გოლის გატანით. ამის გაკეთება იქნება ძალიან რთული, რადგან "დეზების" წინაშეა ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელიც ჩემპიონობის მაძიებლად ახლაც ითვლება. ვინ არის იულიან ნაგელსმანის წინაშე?

ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა! - ორი ახალი გმირის 1/4 ფინალში გასვლის მოლოდინში

პრემიერ ლიგის საშინლად არასტაბილური კოლექტივი, რომელიც ზოგჯერ თითქმის თვეების განმავლობაში ვერ იგებს. ერთი სიტყვით, შარშანდელი "სპურსისგან" მხოლოდ სახელი დარჩა. "ლაიპციგს" არ ეყოლება ეთან ამპადუ, იბრაჰიმა კონატე და ვილი ორბანი, "მამლებს": ჰარი კეინი, სონ ჰინ მინი, მუსა სისოკო და სტივენ ბერგვინი. სავარაუდო შემადგენლობა:

ლაიპციგი - გულაჩი, კლოსტერმანი, უპამეკანო, ჰალსტენბერგი, მუკიელე, ლაიმერი, ანხელინო, საბიტცერი, ნკუნკუ, შიკი, ვერნერი

ტოტენჰემი - ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, სანჩესი, ორიე, უინკსი, ლო ჩელსო, სესენიონი, ლამელა, ალი, ლუკასი
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
19:50Atlético Madrid
ატლეტიკოდან წასვლის დაანონსების შემდეგ, საულმა სიტი და იუნაიტედი გამოიწერა
19:45Lazio
ზიდანს სურს, მილინკოვიჩ-სავიჩი პსჟ-ს ხელიდან გამოსტაცოს
19:33
კახა კაჭარავა: "ჩემპიონატის მალე განახლებას ვემხრობი, რადგან ქართულ კლუბებს ევროტურნირები აქვთ სათამაშო"
19:16
ნოჩერინო: "მჭედლიძე პალერმოში რეჟიმს არ იცავდა"
19:07Manchester City
სტერლინგი სიტის დატოვებას მხოლოდ ერთი კლუბის გამო დათანხმდება
19:04
ლიგა 1-ს ნაადრევი შეწყვეტის გამო, დი მარია ზომბიდ გადაიქცა
18:56Barcelona
ბარსელონას ხუთმა ფეხბურთელმა კორონავირუსი გადაიტანა
18:53Chelsea
სარეკორდო გარიგება - ჩელსის მფლობელს ისრაელში ახალი სახლი 64.5 მილიონი დოლარი დაუჯდა
18:48Milan
ჯენარო გატუზოს და 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
18:43Barcelona
"მან თავისი არჩევანი უკვე გააკეთა", - ალბამ ნეიმარის დაბრუნებას კარი დაუხურა?
18:39Barcelona
"ეს უბრალოდ შეუძლებელია", - ტერ შტეგენმა საკუთარ მომავალზე ღიად ისაუბრა
18:28
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი - ერთმატჩიანი დუელები, ყველა შეხვედრა ერთ ქალაქში
16:50Juventus
დიბალას ძველი მსურველი გამოუჩნდა
16:13Inter
იკარდის გამოსყიდვა კავანის ინტერში გადასვლას ნიშნავს?
15:58Manchester United
"პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდში ვთამაშობ", - ფერნანდეში
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა