საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

ასე იწყებოდა კალჩოპოლი - სასკუდეტო დუელი, რომელშიც რონალდო მხოლოდ მსაჯმა გააჩერა
ასე იწყებოდა კალჩოპოლი - სასკუდეტო დუელი, რომელშიც რონალდო მხოლოდ მსაჯმა გააჩერა
რიგითი სატელევიზიო დებატები იტალიაში - მოსაწყენი სანახაობა. 22 წლის წინ მოხდა სკანდალური გამონაკლისი, რომელსაც დღემდე იხსენებენ. მილანის "ინტერის" ერთ-ერთმა მთავარმა ულტრასმა, დომენიკო გრამაციომ სიტყვებით, "ისინი ქურდები არიან!", გაიწია დეპუტატ, მასიმო მაუროსკენ.

იტალიელი გულშემატკივრის პროტესტი ტურინის "იუვენტუსის" ჩემპიონობით იყო გამოწვეული. "ნერაძურის" ქომაგი დააკავეს, ტრანსლაცია კი შეწყვიტეს. ეს მოხდა 1998 წლის აპრილში, ყველაზე რეზონანსული დერბი დელა იტალიას შემდეგ. აპენინებზე იმ მატჩს ხუმრობით "კალჩოპოლის დედას" უწოდებენ.

ასე იწყებოდა კალჩოპოლი - სასკუდეტო დუელი, რომელშიც რონალდო მხოლოდ მსაჯმა გააჩერა

არსებობს მოსაზრება, რომ იმ სეზონში, "ბებერმა ქალბატონმა" სკუდეტო იყიდა. ამ ფაქტს აღიარებენ "შავ-ლურჯების" გულშემატკივრები და ნეიტრალურად განწყობილი ქომაგები, "ბიანკონერის" ფანები, არა. გავიხსენოთ, რა ხდებოდა უშუალოდ მატჩის წინ?

"სინიორა" ერთი ქულით უსწრებდა "გველებს", რომლებიც იმ სეზონში ძალიან მრისხანედ გამოიყურებოდნენ. ლომბარდიული გუნდის მთავარი შემმოქმედი იყო რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა, იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე.

ასე იწყებოდა კალჩოპოლი - სასკუდეტო დუელი, რომელშიც რონალდო მხოლოდ მსაჯმა გააჩერა

სწორედ 1997-1998 წლების სეზონი ჩაატარა ბრაზილიელმა "ჯეზეპე მეაცაზე" სრულფასოვნად, ტრავმებისა და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე. 47 მატჩში გატანილი 34 გოლი და მოგებული უეფას თასი, ამის ნათელი მტკიცებულებაა. 1997 წლის მიწურულს "ფენომენმა" მოიგო ოქროს ბურთიც, მაგრამ ეს "ბარსელონაში" გატარებული სუპერ-სეზონის დამსახურებაც იყო.

ვერ ვიტყვით იმას, რომ ჯიჯი სიმონის გუნდი აუცილებლად გახდებოდა ჩემპიონი, თუმცა ფაქტია, მსაჯმა, პიერო ჩეკარინიმ "ინტერნაციონალეს" ყველა იმედი ჩაკლა. ცნობისთვის, მილანელებს პირველ წრეში "შავ-თეთრების" დამარცხების გამოცდილება უკვე ჰქონდათ.

ასე იწყებოდა კალჩოპოლი - სასკუდეტო დუელი, რომელშიც რონალდო მხოლოდ მსაჯმა გააჩერა

"ნერაძური" და "ზებრები" ლიდერობას პერიოდულად ცვლიდნენ ერთმანეთში და როგორც უკვე ავღნიშნეთ, იტალიური დერბის წინ, ერთქულიანი ფორა მარჩელო ლიპის გუნდს ჰქონდა. სკანდალური შედეგით დასრულებული მატჩის შემდეგ, "დელე ალპელების" უპირატესობა ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, 4 ქულამდე გაიზარდა.

რა მოხდა უშუალოდ შეხვედრაში? თანაბარი ბრძოლა 72-ე წუთზე დაფიქსირებულ საზარელ ინციდენტამდე - "კიჭა" დასარტყმელ პოზიციაზე გადის და ემზადება "იუვეს" კარის აღებისთვის, როდესაც მას ჩეხავს მარკო იულიანო. იტალილი არბიტრი დუმს, 15 წამის შემდეგ კი პენალტი ინიშნება საპირისპირო მხარეს, "შავ-ლურჯების" საჯარიმოში.



ცხადია, "გველები" აპროტესტებდნენ, თუმცა აპენინელს პრინციპულად სურდა ტურინული გუნდის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანის ხილვა. მოკლედ, პენალტი დაინიშნა, მაგრამ "სინიორას" უპირატესობა არ გაზრდილა, რადგან ჯანლუკა პალიუკამ, ალესანდრო დელ პიეროს აჯობა.

სამართალმა იზეიმა, თუმცა ლომბარდიული გუნდი მაინც დამწუხრებული წამოვიდა, რადგან "ბიანკონერიმ" თავისი 1:0, თერთმეტმეტრიანის გარეშეც დადო. შედეგად, "ბებერმა ქალბატონმა", "მეაცელები", როგორც კონკურენტები ჩამოიშორა. მატჩის დასრულების შემდეგ, ემოციებს ვერავინ იკავებდა, სიმონის გუნდის ვარსკვლავური ლიდერიც კი:

"რაც მოხდა დღეს, სრული სირცხვილი არის. თუ გინდათ დამსაჯეთ, თუმცა მაინც ვიტყვი - ჩემპიონობას მსაჯმა ჩამოგვაშორა. ეს არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემს კარიერაში", - სამხრეთ ამერიკელი ფორვარდი. აღნიშნული ეპიზოდი არაერთხელ გარჩეულა სხვადასხვა თოქ-შოუებში.

ასე იწყებოდა კალჩოპოლი - სასკუდეტო დუელი, რომელშიც რონალდო მხოლოდ მსაჯმა გააჩერა

ყველა ერთხმად აღიარებდა იმას, რომ "ინტერნაციონალეს" 100%-იანი პენალტი არ დაუდეს. ცნობისთვის, იულიანო კომენტარის გაკეთებისგან მუდამ თავს იკავებდა. რაც შეეხება ჩეკარინის, ასე გაიმართლა მან თავი: "იმ მომენტში ვუყურებდი ზამორანოსა და ბირინდელის, როდესაც მოვტრიალდი, რონალდო უკვე ძირს იწვა".

მილანური გუნდის ლეგენდარული კაპიტანი, ხავიერ ძანეტი იმ მომენტს ირონიულად იხსენებს - "კალჩოპოლის შემდეგ, მივხვდი, თუ რატომ წავაგეთ სკუდეტო 1998 წელს". არავინ იძახის იმას, რომ "ნერაძური" აუცილებლად გაჩემპიონდებოდა ან თუნდაც იმ მატჩს მოიგებდა, მაგრამ ფაქტია, "შავ-ლურჯები" მსაჯმა ჩამოწერა.

ასე იწყებოდა კალჩოპოლი - სასკუდეტო დუელი, რომელშიც რონალდო მხოლოდ მსაჯმა გააჩერა
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
23:13Chelsea
"ჩელსიმდე 3 ქულაა? ეს წვრილმანია", - ბერბატოვი
21:58Liverpool
კლოპი: "საჩემპიონო აღლუმი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შედგება"
21:50Arsenal
კოუტინიოთი პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა
21:43Manchester United
ბერბატოვი: "იგალო სრულფასოვან კონტრქტსაც იმსახურებს"
21:33Real Madrid
"ლა ლიგას მოიგებს ის, ვინც ამ უცნაურობას მიეჩვევა", - კროოსი
21:22Arsenal
ლუიზით მისი ერთ-ერთი ყოფილი გუნდი დაინტერესდა
20:59Arsenal
Adidas-ი ოზილთან კონტრაქტს წყვიტავს
20:44Atlético Madrid
ოფიციალურად: სიმეონე თანაშემწეს გარეშე დარჩა
20:34Barcelona
დემბელე ლივერპულში? - ფრანგის პოზიცია ცნობილია
20:24Manchester City
"პრემიერ ლიგას ჰყავს მოთამაშე, რომელიც მესისა და რონალდუს დონეზე არის", - გრილიში
20:09Barcelona
მესის საერთო ჯგუფში არ უვარჯიშია
18:05Barcelona
კოუტინიო პრემიერ ლიგაში იქაჩება
18:03Inter
ინტერმა ტოტენჰემს ვესინო თავად შესთავაზა
18:01Juventus
რეალთან ერთად, რონალდუ ინდივიდუალურ ჯილდოებსაც დაემშვიდობა
17:40
ბალოტელიმ ბრეშიას მორიგი ვარჯიში გამოტოვა
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა