საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

ხმაურიანი შენაძენი, რომელიც "არ მუშაობს"
ხმაურიანი შენაძენი, რომელიც "არ მუშაობს"
გასულმა ელ კლასიკომ აშკარად წარმოაჩინა, რომ „ბარსელონაში“ ლეო მესის შემოქმედებაში აშკარად დახმარება სჭირდება.

ესპანურმა გამოცემა Marca-მ ფრენკი დე იონგის თამაშს ვრცელი მასალა მიუძღვნა.

არგენტინელი ყველა მატჩს თავად ვერ გადაწყვეტ და თუ მათ ლა ლიგის მოგება სურთ, რამდენიმე ფეხბურთელს საკუთარი მაჩვენებლების გაუმჯობესება მოუწევთ. ერთ-ერთი ასეთი ფრენკი დე იონგია. „ბარსელონამ“ ნის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა, კიდევ 11 კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

დე იონგისგან უდიდესი მოლოდინი იყო, მისი „აიაქსში“ ნაჩვენები თამაში წარმოუდგენელი იყო და „კამპ ნოუზე“ სჯეროდათ, რომ დაახლოებით იგივეს იხილავდნენ. აშკარა ისიც იყო, რომ მას ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება, მაგრამ არა იმდენი ხანი, რამდენიც ის რეალურად გაგრძელდა.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 2 გოლს, 3 საგოლე გადაცემას მოუყარა და კიდევ 5 გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

ხმაურიანი შენაძენი, რომელიც "არ მუშაობს"

ტრანსფერიდან საკმაო დრო გავიდა, მაგრამ დე იონგი საკუთარი თავის „აიაქსის“ ვერსიას არ ჰგავს. „კამპ ნოუზე“ ჯერ კიდევ ელიან ფრენკის საუკეთესო ვერსიას, მაგრამ ის არა და არ ჩანს. ერთადერთი ახსნა, რომლითაც ექსპერტები დე იონგის წარუმატებელი თამაშის გამართლებას ცდილობენ, არის ის, რომ ფეხბურთელი თავის მშობლიურ პოზიციაზე არ თამაშობს.

ხმაურიანი შენაძენი, რომელიც "არ მუშაობს"

ჰოლანდიელ ფეხბურთელს არც პოზიციის შეცვლამ ურჩია. ვალვერდესთანაც და სეტიენთანაც დე იონგი ძირითადის უცვლელი წევრი იყო, მაგრამ სტილის შეცვლამ ბევრი არაფერი შეცვალა. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ლუი ვან გაალმა „ბარსელონას“ დე იონგის გამოყენება დაცვის ცენტრში ურჩია. ყველაფერს კი შეიძლება ბუსკეტსი „აფუჭებდეს“. გამომდინარე იქიდან, რომ სერხიო ხელშეუხებელია, ფრენკის დათმობაზე უწევს წასვლა და ცოტა განსხვავებულ პოზიციაზე თამაშიც, რაც შეიძლება მის წარუმატებელ ასპარეზობასაც განაპირობებდეს. სწორედ ამიტომ, ხსენებულმა ლუი ვან გაალმა ისიც აღნიშნა, რომ ცოცხალი ბუსკეტსის შემხედვარე, ფრენკის არჩევანი „ბარსელონაზე“ კი არა, „იუვენტუსზე“ უნდა შეეჩერებინა.
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
00:03Juventus
იუვენტუსმა პსჟ-ს პასუხი შეუთვალა
23:52Juventus
"იუვენტუსი ორი კომპონენტის ხარჯზე დავამარცხეთ", - რამოსი 2017 წლის ფინალის შესახებ
23:39Bayern München
კოუტინიო ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, პრემიერ ლიგის გუნდები ამუშავდნენ
23:30Chelsea
The Sun: ვერნერის ახალი გუნდი ცნობილია
23:23Chelsea
ჟორჟინიოს იუვენტუსში გადასვლის ალბათობა მცირდება
23:13Chelsea
"ჩელსიმდე 3 ქულაა? ეს წვრილმანია", - ბერბატოვი
21:58Liverpool
კლოპი: "საჩემპიონო აღლუმი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შედგება"
21:50Arsenal
კოუტინიოთი პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა
21:43Manchester United
ბერბატოვი: "იგალო სრულფასოვან კონტრქტსაც იმსახურებს"
21:33Real Madrid
"ლა ლიგას მოიგებს ის, ვინც ამ უცნაურობას მიეჩვევა", - კროოსი
21:22Arsenal
ლუიზით მისი ერთ-ერთი ყოფილი გუნდი დაინტერესდა
20:59Arsenal
Adidas-ი ოზილთან კონტრაქტს წყვიტავს
20:44Atlético Madrid
ოფიციალურად: სიმეონე თანაშემწეს გარეშე დარჩა
20:34Barcelona
დემბელე ლივერპულში? - ფრანგის პოზიცია ცნობილია
20:24Manchester City
"პრემიერ ლიგას ჰყავს მოთამაშე, რომელიც მესისა და რონალდუს დონეზე არის", - გრილიში
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა