საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

სრულ კატასტროფამდე ერთი მატჩით ადრე - რატომ დაეცა რეალი?
სრულ კატასტროფამდე ერთი მატჩით ადრე - რატომ დაეცა რეალი?
სულ რაღაც ერთი თვის წინ, მადრიდის "რეალში" იდილია სუფევდა. სანამ "ბარსელონაში" ცვლიდნენ მთავარ მწვრთნელებსა და ლაზარეთისთვის აგროვებდნენ შემტევებს, "სამეფო კლუბი" ესპანეთის სუპერთასს ეუფლებოდა და ლა ლიგაში პირველ ადგილზე მკვიდრდებოდა. შთამბეჭდავი გამოდგა თებერვლის სტარტიც:

"ბლანკოსმა" ხომ მეზობელი "ატლეტიკო" დაამარცხა. პრობლემები დაიწყო მოგვიანებით, კოპა დელ რეიდან მოულოდნელი გამოვარდნით. "თეთრები" საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ "სოსიედადთან", რომელმაც საფეხბურთო სამყაროს აჩვენა, რომ "ელ გალაქტიკოში" ჯერ კიდევ პრობლემებია.

სრულ კატასტროფამდე ერთი მატჩით ადრე - რატომ დაეცა რეალი?

ზინედინ ზიდანმა, როგორც მთავარმა მწვრთნელმა ოთხი გოლი მოწინააღმდეგესგან პირველად მიიღო. "სანტიაგო ბერნაბეუს" მკვიდრებმა მოგვიანებით პამპლონის "ოსასუნა" არ დაინდეს და სან-სებასტიანელებთან წაგება თითქოს დავიწყებული იყო ცუდი სიზმარივით, მაგრამ უსიამოვნებები გაგრძელდა.

"რეალმა" სრულიად დამსახურებულად დაკარგა ქულები ვიგოს "სელტასთან", შემდეგ კი მარცხი იწვია "ლევანტესთან", რომელსაც ერთი გოლიც ვერ გაუტანა. ამ ყველაფერს დაემატა მატჩის ჯოჯოხეთური დასასრული "მანჩესტერ სიტისთან", წინ: ელ კლასიკოა. მადრიდი ინგრევა, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

სრულ კატასტროფამდე ერთი მატჩით ადრე - რატომ დაეცა რეალი?

გვერდზე გადავდოთ ხოსეპ გვარდიოლას, კევინ დე ბრუინის, რაჰიმ სტერლინგისა და დანარჩენი "ქალაქელების" ქება-დიდება, უბრალოდ განვიხილოთ "სამეფო კლუბის" პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ "ბლანკოსი" ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, გუნდში, განსაკუთრებით შეტევაში, სერიოზული საკადრო პრობლემებია.

კარიმ ბენზემა შრომობს ბევრს, თუმცა ის უკვე დიდი ხანია, რაც გოლეადორი აღარ არის. ფრანგთან ერთად, "ლურჯებთან" შეხვედრისას წინახაზში სამეულს ქმნიდნენ ისკო ალარკონი და ვინისიუს ჟუნიორი, ესპანელზე არაფერი ითქმის ცუდი, ბრაზილიელზე კი იგივეს ვერ ვიტყვით.

სრულ კატასტროფამდე ერთი მატჩით ადრე - რატომ დაეცა რეალი?

დიახ, "თეთრების" შემტევი ნახევარმცველის გოლის მომენტში, სამხრეთ ამერიკელმა ითამაშა ბრწყინვალედ, თუმცა რა ხდებოდა იქამდე? მას მინიმუმ ორჯერ შეეძლო გატანა. "გალაქტიკოს" ფორვარდს ხელი შეუშალა არა ედერსონ მორაესმა, არამედ კოორდინაციამ და გამოუცდელობამ.

მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდნენ გარეტ ბეილი, ლუკა იოვიჩი და ლუკას ვასკესი, თუმცა აღნიშნული სამეული შორს არის რაიმეს ან ვინმეს გადარჩენასთან. უელსელი დარჩა "ლივერპულთან" ფინალში, პეპის გუნდი - ესპანელის კალიბრი არ არის, სერბს კი ადგილსამყოფელი შეეშალა.

სრულ კატასტროფამდე ერთი მატჩით ადრე - რატომ დაეცა რეალი?

ზიდანის გუნდში სეზონის სტარტზე ბრწყინავდა როდრიგო გოესი, მაგრამ ის ამ ეტაპზე არასაკმარისად მომწიფებულია. რაც შეეხებათ დანარჩენებს, ედენ აზარი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს ლაზარეთში, ის ზაფხულში დამტვრეულ მარკო ასენსიოს აღარაფრით ჩამოუვარდება, ყოველ შემთხვევაში, წელს.

მარიანო და ბრაჰიმ დიასები კი როგორც ჩანს ზიზუს შავი სიიდან ვეღარ ამოვლენ. ერთი სიტყვით, სახელებისა და რიცხვობრივი თვალსაზრისით, "ბერნაბეუელთა" შეტევა გადატვირთულია, მაგრამ შედეგის მხრივ, გუნდი სავალალო მდგომარეობაშია. "რეალმა" ვერ ჩააბარა პირველი რთული გამოცდა, წინ, მეორეა.

სრულ კატასტროფამდე ერთი მატჩით ადრე - რატომ დაეცა რეალი?

"ეტიჰადის" მკვიდრებთან შეხვედრაში უკვე გავერკვიეთ. ვერ ვიტყვით, რომ "მან სიტიმ" პირდაპირ გადაუარა მადრიდულ გუნდს ან მოხდა ტაქტიკური დომინირება, მანჩესტერელებმა "სამეფო კლუბის" შეცდომები უბრალოდ ეფექტურად გამოიყენეს. ამასთან ერთად, 1/4 ფინალში გასვლის მინიმუმ მხოლოდ თეორიულ შანსს, "ბლანკოსი" მაინც ინარჩუნებს.

რაც შეეხება "ბარსელონას" წინააღმდეგ მოახლოებულ დაპირისპირებას. კატალონიური გუნდი გამოცოცხლდა, რაც სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. სულ რაღაც ცოტა ხნის წინ, "ბლაუგრანა" იყო მდევარის როლში, მაგრამ ახლა, სხვაობის აღმოფხვრაზე უკვე "თეთრები" ფიქრობენ.

სრულ კატასტროფამდე ერთი მატჩით ადრე - რატომ დაეცა რეალი?

"გალაქტიკოსების" ერთ-ერთი მთავარი ხელმოსაჭიდი - ლიონელ მესის ფორმა იქნება. როგორც ვიცით, არსებობს მოსაზრება, თითქოს "ნაპოლისთან" შეხვედრას არგენტინელი ატარებდა ტრავმირებული მუხლით, თუ ეს თეორია დამტკიცდა, ზიდანის გუნდის შანსები იზრდება.

"სანტიაგო ბერნაბეუს" მკვიდრებს შეუძლიათ იყვნენ ლეოს პრობლემური მუხლის იმედად, რადგან თამაშისა და შემადგენლობის თვალსაზრისით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" წინ არიან. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "კამპ ნოუელებს" არ ეყოლებათ ლუის სუარესი, ოსმან დემბელე და ცნობისთვის, ხერარდ პიკეს თამაშიც საეჭვოა.

სრულ კატასტროფამდე ერთი მატჩით ადრე - რატომ დაეცა რეალი?

დავუბრუნდეთ "ქალაქელებთან" ორრაუნდიან დუელს. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, ზიდანის ეპოქაში "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე "ლურჯების" დონის მეტოქე ჯერ არ ჰყოლია. შეთამაშებულობიხ მხრივ, გვარდიოლას კოლექტივს ფინალში გასული "ლივერპული", "იუვენტუსი" და "ატლეტიკოც" ვერ შეედრება.

ამასთან ერთად, აღნიშნულ გუნდებთან დაპირისპირებებში მადრიდს ჰყავდა კრიშტიანუ რონალდუ - ფეხბურთელი, რომლის შემცვლელი "სამეფო კლუბში" დღემდე არ შეინიშნება. მოკლედ, "ბლანკოსის" გარშემო წყვდიადმა დაისადგურა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ზიზუ გალაქტიკაში თეთრი ფერის დაბრუნებას.

სრულ კატასტროფამდე ერთი მატჩით ადრე - რატომ დაეცა რეალი?
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
09:55
ლივერპული რეალურად დამარცხდა ჩელსისთან? - სიმართლე ვერნერის ტრანსფერის შესახებ
03:10Barcelona
მეორე ტალღა იწყება - ბარსელონა ლაუტაროს არ ეშვება
03:08
რატომ არ დადის ბალოტელი ვარჯიშებზე, უკვე კვირაზე მეტია?
02:48
შენგელია ცსკა-ში გადასვლას უახლოვდება
02:45
კვერკველიას მომავალი საბოლოოდ გაირკვა?
02:30Borussia Dortmund
დორტმუნდის დირექტორი აღშფოთებულია: "საიდან მოიტანეთ? - სანჩო სულ ჩვენთან იყო"
02:26Manchester United
"დე ხეა სპაიდერ-მენივით იყო" - პოლონელი მეკარე ემოციებშია
02:21Barcelona
სუარესი: "ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, თუმცა ვეცდები, რეკორდი დავამყარო"
02:18
ვარჯიშები დაიწყო: ფეხბურთი ამერიკაშიც ბრუნდება
02:14Bayer Leverkusen
ჰავერცი უკვე 2 გრანდს სურს - კლუბში კომენტარს აკეთებენ
02:10Chelsea
რამდენს გადაიხდის ჩელსი ვერნერის სანაცვლოდ?
00:41Chelsea
"ლივერპულისგან განსხვავებით, ჩელსის ვერნერის ტრანსფერზე ფული არ ენანება", - ნორვეგიელი ექს-მოთამაშე
00:31Real Madrid
რეალი კამავინგას გაფორმებასთან ძალიან ახლოს არის
00:21Barcelona
გრიზმანმა კარიერის დასრულების ადგილი უკვე შეარჩია: "იქ თამაშზე ვოცნებობ"
00:05Inter
ოფიციალურად: კოპა იტალიას 1/2 ფინალებისა და ფინალის გამართვის თარიღი ცნობილია
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა