საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

რეალს უკვე ჰყავდა ბრიტანელი, რომელიც ჯიუტად არ მიდიოდა - ბეილამდე იყო მაკმანამანი
რეალს უკვე ჰყავდა ბრიტანელი, რომელიც ჯიუტად არ მიდიოდა - ბეილამდე იყო მაკმანამანი
2000 წლის მაისში ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე ინტრიგასმოკლებული ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში - მადრიდის "რეალი" უმარტივესად გაუსწორდა "ვალენსიას". "ღამურების" მთავარ მატჩამდე მისვლა ჰგავდა სასწაულს, მაგრამ "სამეფო კლუბისთვის" ჯადოქრობა მათ აღარ ეყოთ.

სენ-დენიში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი გმირი იყო სტივ მაკმანამანი, რომელმაც ბევრი ირბინა და ამის გარდა, "ლოს ჩეს" კარში ის გამოირჩა ულამაზესი გოლით. ინგლისელმა "მურსელაგოსს" ფეხბურთისა და კარატეს ნაზავი მაკრატელა შესთავაზა. მოკლედ, "ბლანკოსის" შუახაზელმა ინტრიგა საბოლოოდ ჩაკლა.

რეალს უკვე ჰყავდა ბრიტანელი, რომელიც ჯიუტად არ მიდიოდა - ბეილამდე იყო მაკმანამანი

ორი თვის შემდეგ, "თეთრებში" ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ფლორენტინო პერესმა გაიმარჯვა. ესპანელი მუშაობდა თავის ეპოქალურ პროექტზე: "ელ გალაქტიკოზე", რომლის კონცეფციაც ითვალისწინებდა მხოლოდ სუპერვარსკვლავებისა და აღზრდილების არსებობას, უხეშად რომ ვთქვათ - "ზიდანები და პავონები".

ამის გარდა, "სანტიაგო ბერნაბეუს" მკვიდრების ვალი გაზრდილი იყო 240 მილიონ ევრომდე, იმ დროს ეს ასტრონომიულ თანხად ითვლებოდა. "რეალის" ახალი კონცეფციისა და ბრიტანელი შუახაზელის აქტუალურობის გათვალისწინებით, ის ნომერ პირველ გასაყიდ კანდიდატად იქცა.

რეალს უკვე ჰყავდა ბრიტანელი, რომელიც ჯიუტად არ მიდიოდა - ბეილამდე იყო მაკმანამანი

აღსანიშნავია, რომ ალბიონელამდე, მადრიდულ გუნდს უკვე ჰყავდა მოშორებული დავორ შუკერი, პრედრაგ მიატოვიჩი, კრისტიან პანუჩი და უნიჭიერესი, ახალგაზრდა სამუელ ეტო'ო, მაგრამ ვალის გასასტუმრებლად ეს საკმარისი არ იყო. ყველაფერს დაემატა "სამეფო კლუბის" საშინელი არასტაბილურობა.

საქმე ისაა, რომ "ბლანკოსის" იმ დროინდელი მთავარი მწვრთნელი, ჯონ ტოშაკი დაკისრებულ მოვალეობას ვერ უმკლავდებოდა და ფეხბურთელები მას ღიად, საჯაროდ უპირისპირდებოდნენ. ბევრს ეგონა, უელსელის წინააღმდეგ "თეთრების" 8-იანიც აიმაღლებდა ხმას, მაგრამ ის საპირისპიროდ, დაძაბულობის განმუხტვას ცდილობდა.

რეალს უკვე ჰყავდა ბრიტანელი, რომელიც ჯიუტად არ მიდიოდა - ბეილამდე იყო მაკმანამანი

"გალაქტიკოსების" პრეზიდენტი მაკმანამანს იმის გამოც თვლიდა ზედმეტად, რომ ის მოყვანილი იყო გუს ჰიდინკის მიერ, დამრიგებლის, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც კლუბში აღარ მუშაობდა. "ბერნაბეუზე" გარდატეხა მოხდა მაშინ, როდესაც ბრიტანელი თავკაცი ვისენტე დელ ბოსკემ ჩაანაცვლა.

ესპანელი ტაქტიკოსის ხელში "რეალი" ათამაშდა ახლებურად, გამონაკლისი არც ინგლისელი იყო. სტივი საჩემპიონო მადრიდის უმნიშვნელოვანესი დეტალი გახდა და "სტად დე ფრანსზე" "ვალენსიას" წინააღმდეგ გამართული ფეერიული დაპირისპირება, ამ ყველაფერს უზუსტესად ასახავდა.

რეალს უკვე ჰყავდა ბრიტანელი, რომელიც ჯიუტად არ მიდიოდა - ბეილამდე იყო მაკმანამანი

პირველი ფეხბურთელი, რომელიც მოიშორა პირენეელმა ბიზნესმენმა იყო ფერნანდო რედონდო, შემდეგი - "ლივერპულის" აღზრდილი უნდა ყოფილიყო. არგენტინელისგან განსხვავებით, ბრიტანელმა სიჯიუტე გამოიჩინა და "სამეფო კლუბიდან" წასვლა კატეგორიულად არ ისურვა.

"ბლანკოსის" რვიანს ეპატიჟებოდა "მანჩესტერ იუნაიტედი" და იმ დროს უძლიერესი სერია ა-ს რამდენიმე გრანდი, თუმცა მან ყველა უარით გაისტუმრა. პერესი აკეთებდა ყველაფერს ალბიონელის დამოკიდებულების შესაცვლელად, კერძოდ: ის არ წაიყვანეს მიუნხენის "ბაიერნის" 100 წლისთვის მიძღვნილ სპეციალურ ტურნირსა და უეფას სუპერთასზე.

რეალს უკვე ჰყავდა ბრიტანელი, რომელიც ჯიუტად არ მიდიოდა - ბეილამდე იყო მაკმანამანი

ესპანელმა 28-წლის ნახევარმცველს საბოლოო დარტყმა სექტემბერის დასაწყისში მიაყენა. მაკმანამანი "თეთრების" სეზონის განაცხადს მიღმა აღმოჩნდა და ამასთან ერთად, მას სათამაშო ნომერიც კი ჩამოართვეს. ხალხს აინტერესებდა დელ ბოსკეს აზრი, მაგრამ ის ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა.

აშკარა იყო, რომ ესპანელი აკეთებდა იმას, რასაც მას ფლორენტინო კარნახობდა. ინგლისელის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ მოსწონდათ როგორც "გალაქტიკოს" მოთამაშეებს ისე ქომაგებსაც. El Mundo-ს გამოკითხვის თანახმად, "ბერნაბეუზე" დამსწრე პუბლიკის 90% სტივის დაბრუნებას ითხოვდა.

რეალს უკვე ჰყავდა ბრიტანელი, რომელიც ჯიუტად არ მიდიოდა - ბეილამდე იყო მაკმანამანი

"რეალის" გულშემატკივრები ლუიშ ფიგუს სენსაციური ტრანსფერის შემდეგაც კი არ მოლბნენ. მადრიდის ათვალწუნებული ნახევარმცველის ქამბექი შედგა მაშინ, როდესაც გუნდმა მოუკლო. საქმე ისაა, რომ "სამეფო კლუბმა" პირველი 10 მატჩიდან მოიგო მხოლოდ 4, აშკარა იყო: "ბლანკოსს" ბრიტანელი სჭირდებოდა.

ალბიონელმა კვლავ აათამაშა "თეთრები", თავად განსაჯეთ - შემდეგ 12 შეხვედრაში 34 ქულა იქნა მოპოვებული. "გალაქტიკოსებმა" ვერ მოიგეს იმ ერთადერთ მატჩში, რომელშიც მათი 8-იანი სკამზე დარჩა. დიახ, 28-წლის შუახაზელი არ იყო ვარსკვლავური პორტუგალიელივით შედეგიანი, მაგრამ მას არც საუკეთესოობაზე ჰქონდა პრეტენზია.

რეალს უკვე ჰყავდა ბრიტანელი, რომელიც ჯიუტად არ მიდიოდა - ბეილამდე იყო მაკმანამანი

მოგვიანებით, ზიდანი და რონალდო იტყვიან, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ადაპტაციაში სხვებზე მეტად მათ მაკმანამანი დაეხმარათ. 2003 წელს ინგლისელ ნახევარმცველს წასვლა მაინც მოუწია, მაგრამ ამჯერად არა ათვალწუნების გამო, არამედ უბრალოდ თაობათა ცვლის პროცესში.

სტივმა კარიერა იმ დროს მოკრძალებულ "მანჩესტერ სიტიში" დაასრულა. "რეალის" ვეტერანი კლუბის ოდიოზურ პრეზიდენტთან ცივ ომში გამოვიდა გამარჯვებული, ეს წარმოუდგენელი მიღწევაა. ბრიტანელის ისტორია ბევრს აგონებს იმას, რაც ხდება გარეტ ბეილის გარშემო, მაგრამ ეს უზუსტობაა.

რეალს უკვე ჰყავდა ბრიტანელი, რომელიც ჯიუტად არ მიდიოდა - ბეილამდე იყო მაკმანამანი

მადრიდული გუნდის ყოფილ რვიანსა და უელსელს შორის უამრავი განსხვავებაა. დავიწყოთ იქიდან, რომ მაკმანამანი "სამეფო კლუბში" მოდიოდა მოკრძალებულად, უფასოდ, მაშინ, როდესაც "ბლანკოსის" ამჟამინდელი შემტევის ტრანსფერი ფინანსური თვალსაზრისით ეპოქალური იყო.

ინგლისელში "თეთრების" მომავალ ლიდერს არასდროს ხედავდნენ და ამის გარდა, მან დაამტკიცა, რომ ის ათვალწუნების ღირსი არ იყო. რაც შეეხება "გალაქტიკოს" 11-იანს, იგივე სტივისგან განსხვავებით, მას უამრავი შანსი ეძლევა და ვერ ვიტყვით, იმას, რომ მის გარეშე, "ბერნაბეუზე" ჩავარდნა შეინიშნებოდეს. მოკლედ, ჩვენს წინაშე ორი სხვადასხვა ფილმია.

რეალს უკვე ჰყავდა ბრიტანელი, რომელიც ჯიუტად არ მიდიოდა - ბეილამდე იყო მაკმანამანი
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
21:50Arsenal
კოუტინიოთი პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა
21:43Manchester United
ბერბატოვი: "იგალო სრულფასოვან კონტრქტსაც იმსახურებს"
21:33Real Madrid
"ლა ლიგას მოიგებს ის, ვინც ამ უცნაურობას მიეჩვევა", - კროოსი
21:22Arsenal
ლუიზით მისი ერთ-ერთი ყოფილი გუნდი დაინტერესდა
20:59Arsenal
Adidas-ი ოზილთან კონტრაქტს წყვიტავს
20:44Atlético Madrid
ოფიციალურად: სიმეონე თანაშემწეს გარეშე დარჩა
20:34Barcelona
დემბელე ლივერპულში? - ფრანგის პოზიცია ცნობილია
20:24Manchester City
"პრემიერ ლიგას ჰყავს მოთამაშე, რომელიც მესისა და რონალდუს დონეზე არის", - გრილიში
20:09Barcelona
მესის საერთო ჯგუფში არ უვარჯიშია
18:05Barcelona
კოუტინიო პრემიერ ლიგაში იქაჩება
18:03Inter
ინტერმა ტოტენჰემს ვესინო თავად შესთავაზა
18:01Juventus
რეალთან ერთად, რონალდუ ინდივიდუალურ ჯილდოებსაც დაემშვიდობა
17:40
ბალოტელიმ ბრეშიას მორიგი ვარჯიში გამოტოვა
17:36Athletic Club
ბილბაო რაიან გიგსს მანჩესტერ იუნაიტედისადმი ერთულებისთვის დააჯილდოვებს
17:30Atlético Madrid
პსჟ-მ პარტეის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა