საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

"ნარკოტიკები პირველად ბარსელონაში გავსინჯე", - მარადონას სკანდალური გზა კატალონიიდან ნეაპოლში
"ნარკოტიკები პირველად ბარსელონაში გავსინჯე", - მარადონას სკანდალური გზა კატალონიიდან ნეაპოლში
დიეგო მარადონას შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს. არგენტინელის აღმასვლითა და დაღმასვლით სავსე კარიერაში ფიგურირებდა ნარკოტიკული საშუალებებიც, პრინციპში ეს სიახლე არავისთვის არ არის. გავიხსენოთ "ბოკა ხუნიორსის" ლეგენდის ევროპული საკლუბო კარიერის ყველაზე გამორჩეული მომენტი, ანუ პერიოდი, როდესაც ის "ბარსელონასა" და "ნაპოლიში" თამაშობდა.

სამშობლოში ფეერიული პერფომანსების შემდეგ, სამხრეთ ამერიკელის ცხოვრებაში გამოჩნდა კატალონიური კლუბი, რომელმაც იმ დროს სატრანსფერო რეკორდი მოხსნა. "ბლაუგრანას" ლეგენდარული 10-იანი დაუჯდა 7.5 მილიონი დოლარი, რაც 80-იანების დასაწყისისთვის სრული ფურორი იყო.

"ნარკოტიკები პირველად ბარსელონაში გავსინჯე", - მარადონას სკანდალური გზა კატალონიიდან ნეაპოლში

"ფეხბურთის უგვირგვინო მეფემ" "ლურჯ-ბროწეულისფრებში" დაიწყო შთამბეჭდავად, თუმცა მოგვიანებით, პირველ პლანზე ფეთქებადი ხასიათი წამოიჭრა. 22-წლის შემტევი პერიოდულად და თან საკმაოდ ცხარედ ეკამათებოდა "კამპ ნოუელთა" იმ დროინდელ პრეზიდენტს, ხოსეპ ლუის ნუნიესს.

ერთ-ერთი ასეთი შელაპარაკების დროს, მარადონამ ძირს ტერესა ერერას სახელობის თასი ისროლა. არგენტინელის მოსარჯულებლად მოწვეული იქნა მისთვის კარგად ნაცნობი თანამემამულე, სესარ ლუის მენოტი, რომელმაც ჩაანაცვლა უდო ლატეკი, მაგრამ სამწუხაროდ, ამით არაფერი შეცვლილა.

"ნარკოტიკები პირველად ბარსელონაში გავსინჯე", - მარადონას სკანდალური გზა კატალონიიდან ნეაპოლში

"ნუნიესი ყოველთვის მაკრიტიკებდა. ის მიკრძალავდა ღამის კლუბებში სიარულს, რაც ჩემთვის დამამცირებელი იყო. ერთხელ ბასკმა წამართვა პასპორტი, იმის გამო, რომ მე ბრაიტნერის გამოსამშვიდობებელ მატჩზე მინდოდა წასვლა. მოგვიანებით მან დამიბრუნა საბუთი, მაგრამ ღონისძიებაზე მაინც არ გამიშვა. ბარსაში გადასვლა შეცდომა იყო", - დიეგო.

კატალონიური გუნდის ვარსკვლავის ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. სამხრეთ ამერიკელი ხშირად იღებდა ტრავმებს, იმის გამო, რომ ლა ლიგის მცველები მის მიმართ განსაკუთრებული სიხისტით გამოირჩეოდნენ. ყველაზე მძიმე დაზიანება ლეგენდარულ 10-იანს მიაყენა ანდონი გოიკოეჩეამ, რომელმაც მას მოტეხა კოჭი და ჯვარედინი მყესები გაუწყვიტა.

"ნარკოტიკები პირველად ბარსელონაში გავსინჯე", - მარადონას სკანდალური გზა კატალონიიდან ნეაპოლში

ამის შემდეგ "ფეხბურთის უგვირგვინო მეფის" კარიერაში იყო მორიგი უთანხმოება "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობასთან, ახალი დაზიანებები, ჰეპატიტი და ქომაგების მიერ ათვალწუნება. მარადონა ერთ მომენტში საკუთარი კონტრაქტის საკუთარი რესურსით გამოსყიდვასა და სხვა გუნდში გადასვლასაც გეგმავდა.

როგორც ვხედავთ, არგენტინელი "ლურჯ-ბროწეულისფრებში" სულაც არ ყოფილა ეპოქალური, თუმცა ამის მიუხედავად, კლუბის გულშემატკივრებმა 1999 წელს, ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერთა სიაში ის მე-3 ადგილზე დააყენეს. დიეგოს მხოლოდ იოჰან კრუიფმა და ლადისლავ კუბალამ აჯობეს.

"ნარკოტიკები პირველად ბარსელონაში გავსინჯე", - მარადონას სკანდალური გზა კატალონიიდან ნეაპოლში

"კამპ ნოუს" არშემდგარ ვარსკვლავს გადამრჩენელად მოევლინა "ნაპოლი" - კლუბი, სადაც მისი მემკვიდრეობა დღემდე ცოცხალი და ხელუხლებელია. სამხრეთ ამერიკელის პრეზენტაციას "ლურჯების" 70 000 ქომაგი დაესწრო. "პარტენოპელებს" სჯეროდათ, რომ ლეგენდარული 10-იანი მათ გუნდს ფსკერიდან ამოიყვანდა.

"ფეხბურთის უგვირგვინო მეფის" სადებიუტო სეზონში "აძურიმ" დაიკავა მესამე ადგილი, თუმცა მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინ იყო. მარადონამ "სამხრეთელებს" მოაგებინა 2 სკუდეტო, კოპა იტალია, იტალიის სუპერთასი და უეფას თასი. არგენტინელი "სან-პაოლოზე" იყო ღმერთი, გმირი, ლიდერი, კაპიტანი და საკულტო პიროვნება.

"ნარკოტიკები პირველად ბარსელონაში გავსინჯე", - მარადონას სკანდალური გზა კატალონიიდან ნეაპოლში

ცალკე გამოსარჩევი იყო დიეგოს დაპირისპირება ევროპის იმ დროინდელ საუკეთესო ფეხბურთელთან, მიშელ პლატინისთან. ფრანგი მოგვიანებით იტყვის - "რასაც მე ვაკეთებ ბურთით, მარადონა ამას ფორთოხლითაც შეძლებს". სამხრეთ ამერიკელამდე და მის შემდეგაც, "ნაპოლი" მსგავს წარმატებასთან ახლოსაც არ მისულა.

"აძურიმ" თავისი ვარსკვლავის დამსახურებით "იუვენტუსის", "მილანისა" და "ინტერის" ჰეგემონიას წერტილი დაუსვა. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ათიანის "სამხრეთელებში" თამაშის პერიოდში მას აქტიურად თაფლავდა "როსონერის" პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი. იტალიელმა "უგვირგვინო მეფეს" შესთავაზა ზღაპრული პირობები, კერძოდ:

ორჯერ უფრო დიდი ხელფასი, ბინა ქალაქის ცენტრში, იმ დროს ახალი Ferrari F40 და წილი კოპანია "Fininvest"-ში. 27-წლის შემტევმა "შავ-წითლების" მფლობელს უთხრა უარი, რითაც "პარტენოპელების" სიყვარული მის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. მარადონას კოშმარი დაიწყო მოგვიანებით, 90-იანების სტარტზე.

"ნარკოტიკები პირველად ბარსელონაში გავსინჯე", - მარადონას სკანდალური გზა კატალონიიდან ნეაპოლში

არგენტინელმა ჩააგდო დოპინგ-ტესტი, რის შემდეგაც ის კოკაინის შენახვის გამო დააკავეს. დიეგოს ნარკო-ისტორია მოედო მთელ მსოფლიოს, გაირკვა, რომ ის აკრძალულ პრეპარატებს ჯერ კიდევ "ბარსაში" ყოფნის დროს იღებდა. 1991 წელს "ლურჯების" ლიდერი 15-თვიანი ბანით დასაჯეს.

დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ, სამხრეთ ამერიკელმა "სან-პაოლოზე" დაბრუნება აღარ ისურვა. ლეგენდარული ათიანი მოგვიანებით იტყვის - "ნარკოტიკებმა ყველაფერზე იქონიეს გავლენა, მეხსიერების გარდა. პირველად აკრძალული პრეპარატი გავსინჯე კატალონიაში, რადგან ძალიან მიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება.

"ნარკოტიკები პირველად ბარსელონაში გავსინჯე", - მარადონას სკანდალური გზა კატალონიიდან ნეაპოლში

განვიცდიდი ემოციურ შოკს, ყველაფერი გარშემო უფრო ნათელი და მხიარული ხდებოდა. იმდენად მომწონდა ეს განცდა, რომ არ მინდოდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, რის გამოც ნარკოტიკებზე დამოკიდებული გავხდი. თუ არ ვიღებდი პრეპარატებს, საშინელი დეპრესია მემართებოდა.

შვილებს უნდოდათ ჩემთან თამაში, მე კი არ გამაჩნდა ამის უნარი, რადგან იმ მომენტში ნარკოლოგიური თრობის ქვეშ ვიყავი. ეს ყველაფერი სრული კოშმარი იყო", - ასე იხსენებს "უგვირგვინო მეფე" აკრძალული პრეპარატების ზემოქმედებას საკუთარ თავზე. ნარკო-სკანდალის მიუხედავად, მარადონა "ნაპოლიში" წმინდანად დარჩა.

"ნარკოტიკები პირველად ბარსელონაში გავსინჯე", - მარადონას სკანდალური გზა კატალონიიდან ნეაპოლში
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
23:52Arsenal
ფეხბურთელი, რომელიც სანჩესზე მხითარიანის ნაცვლად უნდა გაცვლილიყო
23:42Real Madrid
"ზიდანი მხოლოდ ერთ რაღაცას გვთხოვს", - ბენზემა
23:31Liverpool
ალექსანდრ-არნოლდი: "თვითიზოლაცია დამეხმარა"
23:20Barcelona
"საჩემპიონო რბოლაში რეალზე უპირატესობა გაგვაჩნია", - ტერ შტეგენი
21:54
პორტუს მწვრთნელი: "უმაყურებლო ფეხბურთი იგივეა, რაც სალათი მარილის, კარაქისა და ძმრის გარეშე"
21:51Juventus
იუვენტუსმა კონკურენტები დაამარცხა და აუარს იფორმებს
21:46Bayern München
ბაიერნის პრეზიდენტი: "სანე Nike-ს ბუცებით თამაშობს, მაგრამ თუ ჩვენთან გადმოვა, Adidas-ის უპირატესობასაც გაიგებს"
21:43Bayern München
მორიგი ტრავმა - ლუკას ერნანდესი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს
21:42Juventus
იუვენტუსი თავისი ექს-ფეხბურთელის შვილს უმიზნებს
20:44Chelsea
ჩელსი ზაფხულში 2 ფეხბურთელს დაიმატებს
20:39Barcelona
"პეპის ბარსელონა საუკეთესოა, თუმცა უფრო შორს რომ გავიხედო...", - სქოულზმა დაასახელა საუკეთესო გუნდი, ვის წინააღმდეგაც უთამაშია
20:33Barcelona
რამდენად შეეძლო ბარსელონას ალფოსო დევისის გაფორმება და რატომ დაიწუნა ბლაუგრანამ კანადელი?
20:28Tottenham Hotspur
მოურა: "კეინი პრემიერ ლიგის ლეგენდაა"
20:25Manchester City
გვარდიოლას ძმამ პეპის საოცნებო სამსახური დაასახელა
20:21Bayern München
ბაიერნს ტიაგო დაუბრუნდა
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა