საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

ბალკანელი ბაქტერიული ანთებითა და ჩაშლილი ტრანსფერით ინტერში - ილიჩიჩის ჯოჯოხეთი
ბალკანელი ბაქტერიული ანთებითა და ჩაშლილი ტრანსფერით ინტერში - ილიჩიჩის ჯოჯოხეთი
ქალაქი მილანი, შავ-ლურჯ ფერებში ჩაცმული ლომბარდიული გუნდი "სან-სირო/ჯუზეპე მეაცას" სტადიონზე ანადგურებს "ვალენსიას", თუმცა ეს "ინტერი" არ არის. საუბარია უფრო მოკრძალებულ კოლექტივზე, ბერგამოს "ატალანტაზე", რომელიც თავისი ისტორიის საუკეთესო პერიოდს ატარებს.

"ღამურებთან" შეხვედრაში "ქალღმერთი" სულაც არ გამოიყურებოდა მორიდებულად, ზოგადად, "ნერაძურიმ" არ იცის ძლიერი და სუსტი მოწინააღმდეგის მცნება, რადგან მას არავისი ეშინია. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ "მანჩესტერ სიტისა" და "პარი სენ-ჟერმენის" შემდეგ, ჯან პიერო გასპერინის გუნდი ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე შედეგიანია.

ბალკანელი ბაქტერიული ანთებითა და ჩაშლილი ტრანსფერით ინტერში - ილიჩიჩის ჯოჯოხეთი

"ლოს ჩესთან" მატჩში მოწოდების სიმაღლეზე იყო მთელი "ატალანტა", თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იოსიპ ილიჩიჩი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალამდე, ჯოჯოხეთი გამოიარა. ახლა სლოვენიელი ბერგამოელების საუკეთესო ბომბარდირი და ერთ-ერთი ლიდერია.

იყო დრო, როდესაც "შავ-ლურჯების" შემტევის არავის სჯეროდა და უნდა ითქვას, რომ აღნიშნული რამ სულ ცოტა ხნის წინ ხდებოდა. ფლორენციის "ფიორენტინამ" ბალკანელი სულ რაღაც 5 მილიონ ევროდ მოიშორა. "იების" ქომაგები 32-წლის შემტევს ახასიათებდნენ როგორც დამჭკნარს, ინერტულსა და არასტაბილურს.

ბალკანელი ბაქტერიული ანთებითა და ჩაშლილი ტრანსფერით ინტერში - ილიჩიჩის ჯოჯოხეთი

"ვიოლას" დატოვების შემდეგ, ადგილობრივმა პრესამ ილიჩიჩზე დაწერა - "მიდის ჩუმად და შეუმჩნევლად, კვალის დატოვების გარეშე. სლოვენიელმა ვერ მოახერხა თავისი პოტენციალის გამოჩენა". იოსიპი არ ელოდა ტოსკანელების უარყოფით დამოკიდებულას, რადგან, ყველაზე რთულ მომენტებში მათ სწორედ "ქალღმერთის" ამჟამინდელი შემტევი მფარველობდა.

2018 წლის ზაფხულში ბალკანელს "ინტერნაციონალეში" გადასვლა შეეძლო. მხარეებს შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება 15 მილიონი ევროს ფარგლებში, თუმცა ტრანსფერი 32-წლის მოთამაშის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჩაიშალა. საქმე ისაა, რომ ილიჩიჩს ლიმფური კვანძის ბაქტერიული ანთების რთული ფორმა დაუდგინდა.

ბალკანელი ბაქტერიული ანთებითა და ჩაშლილი ტრანსფერით ინტერში - ილიჩიჩის ჯოჯოხეთი

სლოვენიელი კარიერის დასრულებასთან იყო ახლოს, თუმცა საბედნიეროდ, მისმა მკურნალობამ მხოლოდ ორ თვეს გასტანა. იოსიპის ცხოვრებაში აღარ არსებობდა ფეხბურთი, მხოლოდ ტკივილი, საავადმყოფო და ანტიბიოტიკები. "ნერაძურის" შემტევი 2018-2019 წლის სეზონის სტარტზე დაბრუნდა და უნდა ითქვას, რომ გასპერინიმ ის ახლებურად აათამაშა.

იტალიელმა ბალკანელს შემატა თავდაჯერებულობა, რის შედეგადაც, 32-წლის ფეხბურთელმა გაიხსენა, თუ რა არის დრიბლინგი და არახელსაყრელი პოზიციებიდან კარში დარტყმა. სეზონის დასრულების შემდეგ, ილიჩიჩი სერია ა-ს წლის საუკეთესო თერთმეტეულშიც კი შეიყვანეს.

ბალკანელი ბაქტერიული ანთებითა და ჩაშლილი ტრანსფერით ინტერში - ილიჩიჩის ჯოჯოხეთი

ვერავინ წარმოიდგენდა ჯან პიეროს გუნდისა და კონკრეტულად სლოვენიელის ასეთ ტრიუმფალურ აღზევებას. საინტერესო ფაქტი - სეზონის დაწყების წინ, იოსიპი თვლიდა, რომ "ატალანტას" მაქსიმუმი იტალიის ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნება იქნებოდა. ბერგამული ზღაპრის შემდეგ, "შავ-ლურჯების" შემტევს ეპატიჟებოდა "ნაპოლი", მაგრამ მწვრთნელმა ის დარჩენაზე დაიყოლია.

როგორც ვხედავთ, ბალკანელი არ შემცდარა. იგივე "აძურისგან" განსხვავებით, "ქალღმერთი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და 1/4 ფინალისკენ მიმავალ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ბალკანელი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს.

ბალკანელი ბაქტერიული ანთებითა და ჩაშლილი ტრანსფერით ინტერში - ილიჩიჩის ჯოჯოხეთი

32-წლის შემტევი ნახევარმცველი 27 შეხვედრაში 16 გოლით "ნერაძურის" საუკეთესო ბომბარდირია. ასეთი შედეგიანი ილიჩიჩი არასდროს ყოფილა. როდესაც საუბარი არის გასპერინის გუნდზე, ქომაგების აზრები ტრიალებს ალეხანდრო გომესის გარშემო, მაგრამ მიმდინარე სეზონმა აჩვენა, რომ "ატალანტას" ერთზე მეტი გმირი ჰყავს.

ბალკანელი ბაქტერიული ანთებითა და ჩაშლილი ტრანსფერით ინტერში - ილიჩიჩის ჯოჯოხეთი
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
21:58Liverpool
კლოპი: "საჩემპიონო აღლუმი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შედგება"
21:50Arsenal
კოუტინიოთი პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა
21:43Manchester United
ბერბატოვი: "იგალო სრულფასოვან კონტრქტსაც იმსახურებს"
21:33Real Madrid
"ლა ლიგას მოიგებს ის, ვინც ამ უცნაურობას მიეჩვევა", - კროოსი
21:22Arsenal
ლუიზით მისი ერთ-ერთი ყოფილი გუნდი დაინტერესდა
20:59Arsenal
Adidas-ი ოზილთან კონტრაქტს წყვიტავს
20:44Atlético Madrid
ოფიციალურად: სიმეონე თანაშემწეს გარეშე დარჩა
20:34Barcelona
დემბელე ლივერპულში? - ფრანგის პოზიცია ცნობილია
20:24Manchester City
"პრემიერ ლიგას ჰყავს მოთამაშე, რომელიც მესისა და რონალდუს დონეზე არის", - გრილიში
20:09Barcelona
მესის საერთო ჯგუფში არ უვარჯიშია
18:05Barcelona
კოუტინიო პრემიერ ლიგაში იქაჩება
18:03Inter
ინტერმა ტოტენჰემს ვესინო თავად შესთავაზა
18:01Juventus
რეალთან ერთად, რონალდუ ინდივიდუალურ ჯილდოებსაც დაემშვიდობა
17:40
ბალოტელიმ ბრეშიას მორიგი ვარჯიში გამოტოვა
17:36Athletic Club
ბილბაო რაიან გიგსს მანჩესტერ იუნაიტედისადმი ერთულებისთვის დააჯილდოვებს
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა