საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

ტუხელი ნეიმარის საშინელი თავდაცვის დამალვას ცდილობდა, მაგრამ ეს შეუძლებელია
ტუხელი ნეიმარის საშინელი თავდაცვის დამალვას ცდილობდა, მაგრამ ეს შეუძლებელია
ბრაზილიელი უბურთოდ მოედანზე ისევ დასეირნობს.

„არ ვნანობ. გადაწყვეტილებები მე უნდა მივიღო და პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე ვიღებ. არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო, სხვა სისტემით რომ გვეთამაშა.“ მატჩის შემდეგ, ფლეშ-ინტერვიუს დროს, გერმანელი მწვრთნელი ტაქტიკაზე საუბარს ვერ გაექცა. რამდენიმე თვის წინ მან მოიფიქრა კარგი ვარიანტი, რომლის დახმარებითაც „პსჟ-ს“ შემადგენლობაში მოედანზე რამდენიმე კარგი შემტევი წარმატებით იმყოფებოდა. და საინტერესოა, რომ ჩემპიონთ ლიგის პლეი-ოფში ამაზე უარი თავადვე თქვა.

იკარდი სკამზე დაჯდა, მბაპეს წინ მუდამ მეწყვილე აკლდა, დი მარია კი ნახევარპოზიციაზე იჭედებოდა იმა დგილებს შორის, სადაც მეორე ფორვარდი და მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი უნდა იმყოფებოდეს. საბოლოოდ, არგენტინელმა მატჩი ჩააგდო - არადა, სწორედ ის იყო ალბათ ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი 4-2-2-2 სისტემაზე გადასვლისა, რადგან მეორე ტემპით თამაშით თავისუფლება ეძლეოდა. ნეიმარი, რომელსაც „პსჟ-ს“ ზამთრის სტილში ყველაფერი ევალებოდა - შეტევების დაწყებაც, გაგრძელებაც და ხშირად, დამთავრებაც.

3-4-3 სისტემაზე გადასვლა, რომელშიც ერთი სუფთა სახის ჩამშლელი ნახევარმცველი იყო, ალბათ, ორი მიზეზით იყო გამოწვეული. პირველი: მბაპეს და განსაკუთრებით ნეიმარს არ მიაჩნიათ, რომ ვალდებულები არიან გუნდს დაცვაში დაეხმარონ, ამიტომ ტუხელს დანარჩენი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მიღება უნდოდა, რათა ხშირი კონტრშეტევების მსხვერპლი არ გამხდარიყო. მეორე: „დორტმუნდის“ კონტრშეტევები ძალიან სახიფათოა, ერლინგ ჰოლანდის მოსვლის შემდეგ - მითუმეტეს. შესაბამისად, ამით გერმანელ მწვრთნელს უნდოდა, მთავარი ვარსკვლავების „სიზარმაცე“ გადაეფარა.

თუმცა, შედეგად ესეც არ გამოვიდა და „ბორუსიას“ პირველი გოლი - დიდებული ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შეიძლება მეტოქემ გამოიყენოს ის, რომ ერთი თუ ორი ფეხბურთელი დაცვაზე უარს ამბობს. „დორტმუნდი“ ჯერ კიდევ პირველ ტაიმში აქსელ ვიტსელს ფლანგებთან ახლოს იყენებდა და დაცვიდან სწორედ მისი დახმარებით ამოდიოდა (ასეთ ეპიზოდებში პარიზის ერთ-ერთი საყრდენი იძულებული ხდებოდა ვიტსელისთვის ბურთის თავისუფლად მიღების საშუალება მიეცა, ან წინააღმდეგ შემთხვევაში ბელგიელის დევნის გამო პოზიცია დაეტოვებინა და ცენტრის მეურვეობა მხოლოდ ვერატის კისერზე აეკიდა) - მეორე ნახევარში ამას გაცილებით რეგულარული სახე მიეცა.

მაგალითისთვის ავიღოთ მომენტი, „ბორუსიას“ გოლამდე ზუსტად 24 წამით ადრე.

ტუხელი ნეიმარის საშინელი თავდაცვის დამალვას ცდილობდა, მაგრამ ეს შეუძლებელია

პარიზმა ბურთი ამ წამს დაკარგა, მაგრამ ნეიმარს ეს არ ადარდებს: ის ტრიალდება ეპიზოდისგან და მბაპესთვის რაღაცის თქმას ასწრებს. ვიტსელი და გეიე ჯერ თავის პოზიციაზე არიან და სტუმრებისთვის გამოუსწორებელი თითქოს არაფერია.

ტუხელი ნეიმარის საშინელი თავდაცვის დამალვას ცდილობდა, მაგრამ ეს შეუძლებელია

ათ წამში სიტუაცია იძაბება. ვიტსელმა საყრდენი გაიყოლა, ვერატის კი დახმარება სჭირდება. ის მოედნის ცენტრში მარტო რჩება, თანაც სწრაფი სანჩოს და ემრე ჯანის წინააღმდეგ. ნეიმარი უნდა დაბრუნებულიყო და ვერატის დახმარებოდა, მაგრამ ბრაზილიელი ფეხით სეირნობს ამჯობინებს და უკან არც კი იყურება.

ტუხელი ნეიმარის საშინელი თავდაცვის დამალვას ცდილობდა, მაგრამ ეს შეუძლებელია

ამ სურათზე ჩანს, რომ სიტუაცია გამოუსწორებელს ემსგავსება. ვერატი პანიკაში ჯანსა და სანჩოს შორის მერყეობს, შედეგად იღებს გადაწყვეტილებას რომ მეტოქეს არ შეუტიოს, ან უბრალოდ ხვდება, რომ ვერ მოასწრებს. ეს დიდი პრობლემაა, რადგან პარალელურად გერეირუ ჰოლანდზე პასისთვის დერეფანს ათავისუფლებს - თუმცა, ამის დანახვის საშუალება იტალიელს არ აქვს, რადგან ბოლო იმედით ნეიმარს უყურებს. პასუხი? არანაირი: ბრაზილიელმა მოტრიალება იკადრა და ხედავს თავისუფალ სანჩოს, მაგრამ ფეხბურთის ყურებას ერთ ადგილზე დგომით აგრძელებს.

ტუხელი ნეიმარის საშინელი თავდაცვის დამალვას ცდილობდა, მაგრამ ეს შეუძლებელია

ეპიზოდის შემდგომი განვითარება კიდევ უფრო უკეთ გოლის გამეორებაზე ჩანს: როგორც კი სანჩო და ნეიმარი ერთ კადრში ხვდებიან, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დანახვა, რეალურად რამხელა მანძილია მათ შორის. ვერატი ეპიზოდის ბოლომდე „ბორუსიას“ ორ ფეხბურთელს შუა რჩება და შედეგად, ვერ უშლის ხელს გერეირუს კარში დარტყმაში, მოგვიანებით კი ჰოლანდი დამატებაზე ითამაშებს და ანგარიშს გახსნის.

სამ ცენტრალურ მცველზე გადასვლით ტუხელი ალბათ ცდილობდა, გაქცეოდა სიტუაციებს, სადაც ნეიმარის ასეთმა პასიურობამ შესაძლოა საკუთარ კარზე კონტრშეტევა და შესაბამისად, კეილორ ნავასისთვის ხიფათი გამოიწვიოს. პრობლემა კი ის არის, რომ ბრაზილიელი კარს ასე რეგულარულად „იცავს“, საპირისპიროდ კი „პსჟ-მ“ შეტევაში მინუს ერთი ფეხბურთელი მიიღო და მბაპეს თამაშიც გააუფერულა (როგორც მარტო ცხრიანს მას უჭირს, რეალურად კარგი კილიანი მხოლოდ მეორე ტაიმის შვიდი წუთის მანძილზე იყო) და დი მარიას ძლიერი მხარეებიც დაკარგა, რომელიც ორ პოზიციას შორის მთელი მატჩის მანძილზე იყო გაჭედილი.

ტუხელისთვის ყველაზე უსიამოვნო სწორედ ეს არის - მატჩის სქემის შერჩევისას, ის იძულებული ხდება, მთელი გუნდის ტაქტიკა შეცვალოს და მოარგოს მხოლოდ ერთ ფეხბურთელს.
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
00:39Barcelona
4 ფეხბურთელი, რომელსაც ბარსელონა 30 ივნისამდე მოიშორებს
00:28Liverpool
"იმ მატჩის ყურების შემდეგ, მივხვდი, რომ ლივერპულში თამაში მინდოდა", - ტრენტი
00:17Juventus
ბუფონისა და კიელინის მომავალი გაირკვა
00:03Barcelona
უმტიტის შემდეგ, ბარსელონას კიდევ ერთი ფეხბურთელი დაუბრუნდა
23:52Arsenal
ფეხბურთელი, რომელიც სანჩესზე მხითარიანის ნაცვლად უნდა გაცვლილიყო
23:42Real Madrid
"ზიდანი მხოლოდ ერთ რაღაცას გვთხოვს", - ბენზემა
23:31Liverpool
ალექსანდრ-არნოლდი: "თვითიზოლაცია დამეხმარა"
23:20Barcelona
"საჩემპიონო რბოლაში რეალზე უპირატესობა გაგვაჩნია", - ტერ შტეგენი
21:54
პორტუს მწვრთნელი: "უმაყურებლო ფეხბურთი იგივეა, რაც სალათი მარილის, კარაქისა და ძმრის გარეშე"
21:51Juventus
იუვენტუსმა კონკურენტები დაამარცხა და აუარს იფორმებს
21:46Bayern München
ბაიერნის პრეზიდენტი: "სანე Nike-ს ბუცებით თამაშობს, მაგრამ თუ ჩვენთან გადმოვა, Adidas-ის უპირატესობასაც გაიგებს"
21:43Bayern München
მორიგი ტრავმა - ლუკას ერნანდესი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს
21:42Juventus
იუვენტუსი თავისი ექს-ფეხბურთელის შვილს უმიზნებს
20:44Chelsea
ჩელსი ზაფხულში 2 ფეხბურთელს დაიმატებს
20:39Barcelona
"პეპის ბარსელონა საუკეთესოა, თუმცა უფრო შორს რომ გავიხედო...", - სქოულზმა დაასახელა საუკეთესო გუნდი, ვის წინააღმდეგაც უთამაშია
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა