საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

ლივერპული, რომელმაც კარში ვერ დაარტყა - ჟანგბადის გადაკეთვა სიმეონეს სტილში
ლივერპული, რომელმაც კარში ვერ დაარტყა - ჟანგბადის გადაკეთვა სიმეონეს სტილში
მადრიდის "ატლეტიკოს" პრემიერ ლიგაში "ლივერპულის" ტრიუმფალური სერია სულაც არ ანაღვლებდა. "ინდიელებმა" გააკეთეს ის, რაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით. რაც შეეხებათ "წითლებს", მათ "როხიბლანკოს" წინააღმდეგ დახვდათ სცენარი, რომელიც მხოლოდ კოშმარებში თუ მოევლინებოდათ.

შედეგმა გადააჭარბა მოლოდინს, დიახ, "თეთრ-წითლებმა" იმარჯვეს მინიმალურად, თუმცა მერსისაიდულმა გუნდმა კარში ერთხელაც ვერ დაარტყა. რაღაცას ცდილობდა მოჰამედ სალაჰი, მაგრამ ამაოდ. სტატისტიკა: "სკაუზერებმა" იურგენ კლოპის მეთაურობით ჩაატარეს 251 მატჩი, გამოიცანით, რამდენ შემთხვევაში უდრიდა კარში დარტყმის მაჩვენებლი 0-ს?

ლივერპული, რომელმაც კარში ვერ დაარტყა - ჟანგბადის გადაკეთვა სიმეონეს სტილში

ერთი მაგალითი როგორც უკვე ავღნიშნეთ დაფიქსირდა დიეგო სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ, მეორე - ისევ ჩემპიონთა ლიგაზე, ამჯერად "ნაპოლისთან", 2018 წლის ოქტომბერში. აღსანიშნავია ის, რომ "ვანდა მეტროპოლიტანოელების" ბოლო დარტყმა "ენფილდელთა" კარში უკვე 26-ე წუთზე დაფიქსირდა.

ალბათ გახსოვთ, თუ როგორ ჩამოიშორა ალვარო მორატამ ფაბინიო ტავარესი, თუმცა გერმანელის გუნდის გადარჩენა ალისონ ბეკერმა ამჯერად შეძლო. "ატლეტიკოს" "ლივერპულთან" მოსაგებად ეყო ბურთის ფლობის 27.5%, ხოსეპ გვარდიოლა შოკშია. ვახსენეთ ბრაზილიელი მეკარე და მოდით, იან ობლაკიც გამოვარჩიოთ.

ლივერპული, რომელმაც კარში ვერ დაარტყა - ჟანგბადის გადაკეთვა სიმეონეს სტილში

სლოვენიელმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა 49 შეხვედრა, 26 მატჩი მადრიდული გუნდისთვის დასრულდა მშრალად, შთამბეჭდავია. "წითლებმა" მიმდინარე სეზონში გოლის გატანა 3 მატჩში ვერ მოახერხეს. ერთი იყო ბირმინგემის "ასტონ ვილასთან" ინგლისის ლიგის თასზე და იმის გათვალისწინებით, რომ მერსისაიდს წარმოადგენდნენ რეზერვისტები, შეგვიძლია გაბათილება.

სხვა შემთხვევები - ისევ და ისევ "აძური" (0:2) და "ინდიელები". ცნობისთვის, სამივე შეხვედრა "სკაუზერებმა" გასვლაზე ჩაატარეს. ლა ლიგის ბინადრებთან სტუმრად ჩატარებული მატჩები, "ენფილდელთა" ტაქტიკოსის სუსტი მხარეა, თავად განსაჯეთ: 3 ფრე და 4 მარცხი, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დორტმუნდის "ბორუსიადან" მოყოლებული.

ლივერპული, რომელმაც კარში ვერ დაარტყა - ჟანგბადის გადაკეთვა სიმეონეს სტილში

"როხიბლანკოს" ფორმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ოვაციებს იმსახურებს. "თეთრ-წითლებს" არგენტინელის მეთაურობით სახლში არასდროს წაუგიათ, თანაც გაშვებული იქნა მხოლოდ ორი გოლი. 9 მოგება, 4 ფრე, ასეთია ჩოლოს გუნდის მონაგარი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ ფაზაში.

"ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ატლეტიკო საწვავს იმატებდა რეგულარულად, ლივერპულს კი თან მხოლოდ ერთი ავზი ჰქონდა წამოღებული. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ენფილდის ენერგეტიკის შესახებ, მაგრამ იგივე ატმოსფერო მეტროპოლიტანოზეც სუფევდა", - კლოპი.

ლივერპული, რომელმაც კარში ვერ დაარტყა - ჟანგბადის გადაკეთვა სიმეონეს სტილში

გერმანელმა სადიო მანეს გაყვანა იმით ახსნა, რომ "ატლეტიკოს" ფეხბურთელები მეორე ყვითელ ბარათზეც ეცდებოდნენ მის პროვოცირებას. აშკარა იყო ერთი რამ - დაძაბულობა მადრიდელებსა და იურგენის გუნდს შორის პიკს აღწევდა. ცხადია, გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია.

"ინდიელებისა" და "ლივერპულის" პირველმა შეხვედრამ დატოვა უამრავი კითხვა, რომელსაც საბოლოო პასუხები განმეორებით მატჩში გაეცემა. ვნახოთ, იყო თუ არა "როხიბლანკოსთვის" გაკვეთილი ის, რაც გასულ სეზონში ტურინის "იუვენტუსისთან" მოხდა. რაც შეეხებათ "წითლებს", სხვაობა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფსა და ეპლ-ში მონოპოლიას შორის აშკარაა.

ლივერპული, რომელმაც კარში ვერ დაარტყა - ჟანგბადის გადაკეთვა სიმეონეს სტილში
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
21:58Liverpool
კლოპი: "საჩემპიონო აღლუმი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შედგება"
21:50Arsenal
კოუტინიოთი პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა
21:43Manchester United
ბერბატოვი: "იგალო სრულფასოვან კონტრქტსაც იმსახურებს"
21:33Real Madrid
"ლა ლიგას მოიგებს ის, ვინც ამ უცნაურობას მიეჩვევა", - კროოსი
21:22Arsenal
ლუიზით მისი ერთ-ერთი ყოფილი გუნდი დაინტერესდა
20:59Arsenal
Adidas-ი ოზილთან კონტრაქტს წყვიტავს
20:44Atlético Madrid
ოფიციალურად: სიმეონე თანაშემწეს გარეშე დარჩა
20:34Barcelona
დემბელე ლივერპულში? - ფრანგის პოზიცია ცნობილია
20:24Manchester City
"პრემიერ ლიგას ჰყავს მოთამაშე, რომელიც მესისა და რონალდუს დონეზე არის", - გრილიში
20:09Barcelona
მესის საერთო ჯგუფში არ უვარჯიშია
18:05Barcelona
კოუტინიო პრემიერ ლიგაში იქაჩება
18:03Inter
ინტერმა ტოტენჰემს ვესინო თავად შესთავაზა
18:01Juventus
რეალთან ერთად, რონალდუ ინდივიდუალურ ჯილდოებსაც დაემშვიდობა
17:40
ბალოტელიმ ბრეშიას მორიგი ვარჯიში გამოტოვა
17:36Athletic Club
ბილბაო რაიან გიგსს მანჩესტერ იუნაიტედისადმი ერთულებისთვის დააჯილდოვებს
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა