საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

კლოპის დორტმუნდი, ვერსია 2.0 - ის, რაც ლივერპულამდე უნდა მომხდარიყო
კლოპის დორტმუნდი, ვერსია 2.0 - ის, რაც ლივერპულამდე უნდა მომხდარიყო
დორტმუნდის "ბორუსიას" ყოველთვის ჰყავს გამორჩეული ფეხბურთელები, თუმცა პრობლემა მდგომარეობას იმაში, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, მოთამაშეთა უმეტესობა დიდი ხნით აქ არ ჩერდება. წარმოვიდგინოთ, რა იქნებოდა, "შავ-ყვითლებიდან" ღირებული არავინ რომ წასულიყო. თქვენს წინაშეა მიუნხენის "ბაიერნის" სრულფასოვანი კონკურენტი.

მეკარე

"ფუტკრების" კარს იცავს რომან ბიურკი, რომელსაც თანამემამულე მარვინ ჰიტცი ცვლის. აქ პრინციპში დასამატებელი და სადავო არაფერია. შეგვიძლია კიდევ მიტჩელ ლანგერაკის გახსენებაც, მაგრამ მან იაპონიაში ნაადრევი სიბერე მოიწყო. მოკლედ, "შვარცგელბენის" კარის ხაზი კორექტირებას არ საჭიროებს.

კლოპის დორტმუნდი, ვერსია 2.0 - ის, რაც ლივერპულამდე უნდა მომხდარიყო

მცველები

პირველ რიგში, მატს ჰუმელსი და უკვე შემდეგ, დანარჩენები. გერმანელი ზრდის მანუელ აკანჯისა და დან-აქსელ ზაგადუს, თუმცა ვესტფალიაში ამ ეტაპზე გამოცდილი უკანახაზელების საჭიროებაა. სწორედ ამიტომ, მიუნხენის "ბაიერნის" ექს-ცენტრბექის გვერდით იქნებიან ანტონიო რუდიგერი (3 წელი აკადემიაში), სოკრატის პაპასტოპულოსი და მატიას გინტერი.

რაც შეეხებათ განაპირა მცველებს, მეკარის პოზიციის მსგავსად, აქაც პრინციპში ყველაფერი რჩება უცვლელი: აშრაფ ჰაკიმი, რაფაელ გერერო და ბებერი გვარდია, ლუკას პიშჩეკისა და მარსელ შმელცერის სახით. სამწუხაროა, რომ რურის კიდევ ერთი ვეტერანი, ნევენ სუბოტიჩი უკვე დიდი ხანია, რაც თავისუფალ მოგზაურობაშია.

კლოპის დორტმუნდი, ვერსია 2.0 - ის, რაც ლივერპულამდე უნდა მომხდარიყო

ნახევარმცველები

"დორტმუნდის" კონკურენტუნარიანი შეტევის გათვალისწინებით, აღნიშნულ პოზიციაზე მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული შუახაზელები გვჭირდება. "ბორუსიას" განკარგულებაშია იულიან ბრანდტი, აქსელ ვიტსელი, ტომას დილეინი და ახალწვეული, ემრე ჯანი. ვიღებთ დანიელს და მის ნაცვლად ვაბრუნებთ ილქაი გუნდოგანს, საკმარისია.

კლოპის დორტმუნდი, ვერსია 2.0 - ის, რაც ლივერპულამდე უნდა მომხდარიყო

თავდამსხმელები

"შავ-ყვითლების" ყველაზე ძლიერი მხარე, სადაც თავმოყრილია უამრავი კანდიდატი. დავიწყოთ ეტაპობრივად - "ფუტკრების" შეტევის მთავარი მოქმედი პირი იქნება რობერტ ლევანდოვსკი, რომლის მახლობლად იტრიალებენ პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მარკო როისი და ჯეიდონ სანჩო.

აღნიშნულ ოთხეულს ჰარმონიულად ჩაენაცვლებიან ივან პერიშიჩი, კრისტიან პულიშიჩი, შუშის ოსმან დემბელე და "შვარცგელბენის" უკანასკნელი სენსაცია: ერლინგ ჰოლანდი. ჩირო იმობილეს განაცხადს მიღმა დატოვება თითქოს დანაშაულია, მაგრამ პოლონელი და ნორვეგიელი უბრალოდ შეუდარებლად გამოიყურებიან.

კლოპის დორტმუნდი, ვერსია 2.0 - ის, რაც ლივერპულამდე უნდა მომხდარიყო

დიახ, ტრიუმფალურ სეზონს ატარებს იტალიელიც, თუმცა არსებობს ერთი ფაქტორი - "ბაიერნის" თავდამსხმელი ვესტფალიაში დამსახურებული გმირია, სკანდინავიელი, ახალი სისხლი. რომის "ლაციოს" ფორვარდისთვის კი რური შესაფერისი ადგილი სამწუხაროდ არ აღმოჩნდა.

აპენინელის მარშრუტს აგრეთვე გაივლიან ჰენრიხ მხითარიანი, ტორგან აზარი, პაკო ალკასერი, მიში ბატშუაი და ბევრი სხვა. როგორც ხედავთ, ამ ფორმაციის "დორტმუნდში" ადგილი ვერც მარიო გიოტცესთვის მოიძებნა. გერმანელი "ბორუსიას" შვილია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

კლოპის დორტმუნდი, ვერსია 2.0 - ის, რაც ლივერპულამდე უნდა მომხდარიყო

მწვრთნელი

არავითარი ინტრიგა, ამას სათაურიც გვეუბნება. იურგენ კლოპი რომ არა, "შავ-ყვითლები" აღნიშნულ ვარიაციაში უბრალოდ ვერ იარსებებდნენ. გერმანელი მუდამ წუწუნებდა საკადრო პრობლემების გამო, მაგრამ ახლა, მის ხელში "ფუტკრების" საუკეთესო ვერსიაა. მომენტი, როდესაც "ლივერპული" დროებით მეორე პლანზე გადადის.

კლოპის დორტმუნდი, ვერსია 2.0 - ის, რაც ლივერპულამდე უნდა მომხდარიყო
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
21:58Liverpool
კლოპი: "საჩემპიონო აღლუმი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შედგება"
21:50Arsenal
კოუტინიოთი პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა
21:43Manchester United
ბერბატოვი: "იგალო სრულფასოვან კონტრქტსაც იმსახურებს"
21:33Real Madrid
"ლა ლიგას მოიგებს ის, ვინც ამ უცნაურობას მიეჩვევა", - კროოსი
21:22Arsenal
ლუიზით მისი ერთ-ერთი ყოფილი გუნდი დაინტერესდა
20:59Arsenal
Adidas-ი ოზილთან კონტრაქტს წყვიტავს
20:44Atlético Madrid
ოფიციალურად: სიმეონე თანაშემწეს გარეშე დარჩა
20:34Barcelona
დემბელე ლივერპულში? - ფრანგის პოზიცია ცნობილია
20:24Manchester City
"პრემიერ ლიგას ჰყავს მოთამაშე, რომელიც მესისა და რონალდუს დონეზე არის", - გრილიში
20:09Barcelona
მესის საერთო ჯგუფში არ უვარჯიშია
18:05Barcelona
კოუტინიო პრემიერ ლიგაში იქაჩება
18:03Inter
ინტერმა ტოტენჰემს ვესინო თავად შესთავაზა
18:01Juventus
რეალთან ერთად, რონალდუ ინდივიდუალურ ჯილდოებსაც დაემშვიდობა
17:40
ბალოტელიმ ბრეშიას მორიგი ვარჯიში გამოტოვა
17:36Athletic Club
ბილბაო რაიან გიგსს მანჩესტერ იუნაიტედისადმი ერთულებისთვის დააჯილდოვებს
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა