საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

გერმანული მანქანა: ბაიერნის სუპერ-შემადგენლობა, რომელიც ფურცელზე დარჩა
გერმანული მანქანა: ბაიერნის სუპერ-შემადგენლობა, რომელიც ფურცელზე დარჩა
მიუნხენის "ბაიერნი" სრულიად დამსახურებულად ითვლება გერმანული ფეხბურთის მთავარ ძალად, მაგრამ ევროპაში მიღწეული წარმატება, წარსულში დარჩა. უკვე მე-7 წელია, რაც "რეკორდმაისტერს" ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე ვხედავთ. "წითლები" ტურნირის მომავალ ტრიუმფატორს პერიოდულად ეწირებიან.

როგორი იქნებოდა იმ "ბავარიას" შემადგენლობა, რომელიც იგივე მადრიდის "რეალს", "ბარსელონასა" და "ლივერპულს", ადგილს მიუჩენდა? ყურადღება: "ალიანც არენაზე" უნივერსალების დიდი რაოდენობა იყრის თავს.

მეკარე

ბევრი საუბარი არ უნდა იმას, თუ ვინ იქნება "ბაიერნის" კიპერი. დიახ, მანუელ ნოიერი უკონკურენტოა, მაგრამ ვინ იქნება მისი დუბლიორი? სვენ ულრაიხი, ტომას კრაფტი თუ პეპე რეინა? ალექსანდერ ნიუბელი მიუნხენში ჯერ არ გადმოსულა ოფიციალურად, ამიტომ, ის არ ითვლება. მოდით, დავტოვოთ ისე, როგორც დღევანდელ "რეკორდმაისტერში" არის.

გერმანული მანქანა: ბაიერნის სუპერ-შემადგენლობა, რომელიც ფურცელზე დარჩა

მცველები

პოზიციური სხვაობა "წითლების" ცენტრალურსა და ფლანგელ უკანახაზელებს შორის მინიმალურია, ამიტომ, იდეალური ბალანსისთვის თითოეულ ფეხბურთელს ვაყენებთ იქ, სადაც ის უფრო სასარგებლო იქნება. "ბავარიას" ცენტრბექებად განვიხილავთ ჟერომ ბოატენგს, ნიკლას სულეს, ხავი მარტინესსა და მატს ჰუმელსს.

ოთხეული ისე შედგა, რომ დამატებაც არ ღირს. დავიდ ალაბა არ გამოგვრჩენია, მას მარცხენა განაპირა მცველად ვხედავთ. ავსტრიის ნაკრების მთავარ ვარსკვლავს კონკურენციას ლუკას ერნანდესი გაუწევს. რაც შეეხება საპირისპირო ფრთას, შუახაზში გიჟური კონკურენციის გათვალისწინებით, იოზუა კიმიხს მშობლიურ პოზიციაზე ვაბრუნებთ.

გერმანული მანქანა: ბაიერნის სუპერ-შემადგენლობა, რომელიც ფურცელზე დარჩა

გერმანელს ბენჟამინ პავარი შეენაცვლება. "ალიანც არენაზე" ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ალფონსო დევისი, მაგრამ გადატვირთულობის გამო, მოდით ცოტა ხნით ის იჯარით გავუშვათ. კანადელის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ესპანელებიც: ალვარო ოდრიოსოლა და ხუან ბერნატი.

გერმანული მანქანა: ბაიერნის სუპერ-შემადგენლობა, რომელიც ფურცელზე დარჩა

ნახევარმცველები

"ბაიერნის" განკარგულებაშია ტიაგო ალკანტარა, კორენტინ ტოლისო, ლეონ გორეტცკა და ყოფილი ვარსკვლავები - ტონი კროოსი და არტურო ვიდალი. რაც შეეხება შემტევ შუახაზელებს: ტომას მიულერი, ფელიპე კოუტინიო და ხამეს როდრიგესი. ისევ და ისევ გადატვირთულობის გამო, გერმანელს თავდამსხმაში ვუშვებთ.

მიუნხენური კლუბის აღზრდილის შეტევაში გადაყვანითაც, ნახევარდაცვაში ერთი კანდიდატი მაინც ზედმეტია. "რეალის" შუახაზელის, ჩილელისა და ესპანელის საჭიროება კითხვებს არ იწვევს, ბრაზილიელი და კოლუმბიელი კი მოდერნიზებულ "რეკორდმაისტერში" მისწრება იქნებოდნენ.

გერმანული მანქანა: ბაიერნის სუპერ-შემადგენლობა, რომელიც ფურცელზე დარჩა

აქედან გამომდინარე, არჩევანს ფრანგსა და კიდევ ერთ გერმანელს შორის ვაკეთებთ. "წითლების" ამჟამინდელი ნახევარმცველები საერთო ჯამში არიან ერთი დონის მოთამაშეები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს, სასტარტოში უფრო ხშირად ხვდება წარმოშობით პოლონელი, ხმა სწორედ მას. ემრე ჯანისთვის ადგილი არ არის.

გერმანული მანქანა: ბაიერნის სუპერ-შემადგენლობა, რომელიც ფურცელზე დარჩა

თავდამსხმელები

რობერტ ლევანდოვსკი და დანარჩენები. პოლონელის გვერდით, როგორც ავღნიშნეთ, მიულერიც იქნება. "ბავარიას" სხვა შემტევები: ივან პერიშიჩი, სერჟ გნაბრი, კინგსლი კომანი, რთულია რომელიმე მათგანზე უარის თქმა. დარჩენილ ერთ ვაკანტურ ადგილს კი დუგლას კოსტა დაიკავებს.

აღნიშნული შემადგენლობის არსებობის შემთხვევაში, "ალიანც არენაზე" ჯერდან შაქირიც ზედმეტი იქნებოდა. სამწუხაროდ, ადგილი ვერც ძველი გვარდიის წარმომადგენლებისთვის მოიძებნა. საუბარია ფრანკ რიბერიზე, კლაუდიო პიზაროზე, მარიო მანჯუკიჩზე, ლუკას პოდოლსკიზე და ა.შ.

გერმანული მანქანა: ბაიერნის სუპერ-შემადგენლობა, რომელიც ფურცელზე დარჩა

მწვრთნელი

21-ე საუკუნის "ბაიერნის" წარმატება ასოცირდება ოტმარ ჰიტცფელდსა და იუპ ჰაინკესთან, მაგრამ ორივე მათგანი ხომ დამსახურებულ პენსიაზე იმყოფება. რაც შეეხებათ მოქმედ ტოპებს: კარლო ანჩელოტი და ხოსეპ გვარდიოლა. იტალიელის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მიუნხენს მოდერნისტი კატალონიელი სჭირდება.

გერმანული მანქანა: ბაიერნის სუპერ-შემადგენლობა, რომელიც ფურცელზე დარჩა
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
00:39Barcelona
4 ფეხბურთელი, რომელსაც ბარსელონა 30 ივნისამდე მოიშორებს
00:28Liverpool
"იმ მატჩის ყურების შემდეგ, მივხვდი, რომ ლივერპულში თამაში მინდოდა", - ტრენტი
00:17Juventus
ბუფონისა და კიელინის მომავალი გაირკვა
00:03Barcelona
უმტიტის შემდეგ, ბარსელონას კიდევ ერთი ფეხბურთელი დაუბრუნდა
23:52Arsenal
ფეხბურთელი, რომელიც სანჩესზე მხითარიანის ნაცვლად უნდა გაცვლილიყო
23:42Real Madrid
"ზიდანი მხოლოდ ერთ რაღაცას გვთხოვს", - ბენზემა
23:31Liverpool
ალექსანდრ-არნოლდი: "თვითიზოლაცია დამეხმარა"
23:20Barcelona
"საჩემპიონო რბოლაში რეალზე უპირატესობა გაგვაჩნია", - ტერ შტეგენი
21:54
პორტუს მწვრთნელი: "უმაყურებლო ფეხბურთი იგივეა, რაც სალათი მარილის, კარაქისა და ძმრის გარეშე"
21:51Juventus
იუვენტუსმა კონკურენტები დაამარცხა და აუარს იფორმებს
21:46Bayern München
ბაიერნის პრეზიდენტი: "სანე Nike-ს ბუცებით თამაშობს, მაგრამ თუ ჩვენთან გადმოვა, Adidas-ის უპირატესობასაც გაიგებს"
21:43Bayern München
მორიგი ტრავმა - ლუკას ერნანდესი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს
21:42Juventus
იუვენტუსი თავისი ექს-ფეხბურთელის შვილს უმიზნებს
20:44Chelsea
ჩელსი ზაფხულში 2 ფეხბურთელს დაიმატებს
20:39Barcelona
"პეპის ბარსელონა საუკეთესოა, თუმცა უფრო შორს რომ გავიხედო...", - სქოულზმა დაასახელა საუკეთესო გუნდი, ვის წინააღმდეგაც უთამაშია
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა