საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

[ინტერვიუ] ჭიაბრიშვილი: "გეტყვით, რატომ წავედი საბურთალოდან...ამაზე ფეხბურთელებმაც არ იცოდნენ"
[ინტერვიუ] ჭიაბრიშვილი: "გეტყვით, რატომ წავედი საბურთალოდან...ამაზე ფეხბურთელებმაც არ იცოდნენ"
ავტორი: ბაჩანა ცალუღელაშვილი

სეზონის დასრულების შემდეგ, "საბურთალოს" აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

"საბურთალოში" გატარებულ პერიოდსა და სამომავლო გეგმებზე ჭიაბრიშვილი GOAL.GE-ს ესაუბრა.

პირველ რიგში, გასული სეზონი რომ შეაფასოთ. "საბურთალოსთან" ერთად საქართველოს თასი მოიგეთ და ჩემპიონატში მესამე ადგილზე გახვედით. თქვენი აზრით, რა დააკლდა გუნდს იმისთვის, რომ საჩემპიონო ბრძოლაში ბოლო ტურებამდე ყოფილიყო?

ჩემი აზრით, გასული სეზონი გუნდისთვის წარმატებული გამოვიდა. ჩვენს ამ ხანმოკლე ისტორიაში, "საბურთალომ" საქართველოს თასი პირველად მოიგო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საჩემპიონო ბრძოლას რაც შეეხება, როგორც შეგვეძლო, ბოლომდე ვიბრძოლეთ. მთელი სეზონი შესვენების გარეშე ჩავატარეთ, ევროტურნირებიდან ამდენი ემოცია და დატვირთვა წამოგვყვა და ასეთ რეჟიმში მუშაობა პირველად მოგვიწია. პირველი და მეორე წრე ლიდერის ამპლუაში დავასრულეთ, ამიტომ ევროტურნირებზე ენერგიის დახარჯვა ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ეროვნული ლიგა ვერ მოვიგეთ, თორემ ვთვლი, რომ "საბურთალო" ყველაზე კარგი გუნდი იყო ამ სეზონში.

"საბურთალოს" 6 წელი ჭიაბრიშვილთან ერთად...

ყველაზე დიდი წარმატება ის იყო, რომ "საბურთალო" ჭაბუკთა ლიგიდან ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. ჩემი მუშაობის ეს წლები "საბურთალოსთვის" ნაყოფიერი გამოდგა. სტაფმა ძალიან კარგად იმუშავა, სულ ჩემს გვერდში იყვნენ და რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გაისარჯნენ ფეხბურთელები, რომლებმაც უდიდესი შრომა ჩადეს და წარმატებას მიაღ​წიეს. ბავშვთა ასაკიდან რომ ამხელა წარმატებას მიაღ​წევ, ნამდვილად გამოსარჩევი შედეგია. გამოვყოფ კახა კაშიას მუშაობას, რომელმაც ამ 6 წლის განმავლობაში გუნდისთვის არანაკლები გააკეთა, თუ ჩვენზე მეტი არა. ზოგადად კი ეს წარმატება ერთიანი მუშაობის შედეგად მოვიდა.

"საბურთალოს" ერთ–ერთი გამორჩეული აკადემია აქვს და კარგი ტალანტები ჰყავს , რომლებიც შემდეგ ძირითად გუნდში გადადიან, რის შედეგადაც უკვე 2 ტიტული მოიგეს. თქვენი აზრით, რამდენად გეგმაზომიერად მიდის "საბურთალო" და თუ შეძლებს გუნდი რამდენიმე წელში იმ მიზნის მიღწევას, რაც დასახული აქვთ? - იგულისხმება ევროტურნირებზე გასვლა. 

დინამიკაში, შეგვიძლია აკადემიიდან ვნახოთ ისეთი ფეხბურთელი, რომელიც არავინ არ იცის, უცებ მინდორზე გამოვიდეს და გოლი გაიტანოს - ეს ძალიან დიდი პლიუსია. მაგალითად, წელს ლაშა კოხრეიძე და იური ტაბატაძე მეორე გუნდიდან ამოვიდნენ, შევიდნენ შეცვლაზე, მოხვდნენ ძირითადში და თავიც გამოიჩინეს. 

მოახერხებს აკადემია იმ მიზნის მიღ​წევას, რაც დასახული აქვს? - ამას წლების შრომა სჭირდება. ჩვენ დიდი ხანი ვმუშაობდით იმისთვის, რომ საქართველოში ტიტულები მოგვეგო და ლიდერები ვყოფილიყავით და ეს გეგმა შევასრულეთ. შემდეგი გეგმა უკვე ევროტურნირებია და ამ გეგმის შესრულებასაც წლები უნდა. ხალხი უყურებს რა ხდება ძირითად გუნდში. მთავარი კი ძირითადი გუნდი არ არის. მთავარია, რა ხდება აკადემიაში და თუ კლუბი სწორად მუშაობას გააგრძელებს, რა თქმა უნდა, ისინი ევროტურნირებზეც გავლენ. აქ საუბარი მხოლოდ "საბურთალოზე" არ მაქვს. ნებისმიერი ქართული გუნდი, რომელსაც აკადემია აქვს, თუ რამდენიმე წლიან გეგმას დაისახავს, აკადემიას სწორად ამუშავებს და არ იქნება მხოლოდ ერთწლიანი გეგმები, რამდენიმე წელში შედეგიც ექნება.

 ჭიაბრიშვილი: "გეტყვით, რატომ წავედი საბურთალოდან...ამაზე ფეხბურთელებმაც არ იცოდნენ"

დებიუტანტის კვალობაზე, "საბურთალო" ევროტურნირებზე ცუდად არ გამოსულა, მაგრამ გულშემატკივრის მხრიდან დიდი კრიტიკა მაინც წამოვიდა...

სწორად აღ​ნიშნეთ, ჩემი აზრით, დებიუტანტი გუნდისთვის ეს შედეგი კარგი იყო. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სომხურ გუნდს ვეთამაშები, თუ აზერბაიჯანულს, ჩემთვის მთავარი გამარჯვებაა. პირველ ტურში გამოცდილ "შერიფს" ვეთამაშეთ და დებიუტანტი გუნდი რომ ასეთი დონის კლუბს გამოაგდებს, უკვე წარმატებაა. "დინამო ზაგრებსაც" დიდი კონკურენცია გავუწიეთ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. "არარატ არმენიას" სტუმრად მოვუგეთ და შინ წავაგეთ, რასაც ბევრი ობიექტური მიზეზი ჰქონდა.

თუ ისევ იმაზე მივდივართ, როგორ წავაგეთ სომხურ გუნდთან, გეტყვით, რომ "საბურთალოს" მათგან განსხვავებული გეგმები აქვს. ჩვენი კლუბი აკადემიის ფეხბურთელებით თამაშობს, რაღ​აცას ვაკეთებ, ვქმნით და ადგილობრივებზე ვაკეთებთ აქცენტს, მათ კი ბევრი ლეგიონერი ჰყავთ და ამით გადიან ფონს.

ანუ ლეგიონერების მოყვანის და ფულის დახარჯვის გარეშე ევროტურნირებზე გასვლა შეუძლებელია?

რა თქმა უნდა, ესეც არის, მაგრამ რაც არ უნდა ფული დახარჯო, პირველივე წელს მიზნის მიღ​წევა რთულია. ჩვენთან მოგების შემდეგ, "არარატიც" ეგრევე გამოეთიშა ასპარეზობას. რატომ მოხდა ისე, რომ "საბურთალომ" ევროტურნირებზე საგარეო მატჩები უკეთ ითამაშა, ვიდრე საშინაო? ამის მიზეზი ისაა, რომ სავსე ტრიბუნის ფონზე დიდი პასუხისმგებლობა და ემოცია გვქონდა, ეს ყველაფერი მისაჩვევია და გამოცდილება სჭირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ამ გზით წლებია მივდივართ.

სულ მინდოდა მეკითხა - რა ჯობია, კლუბში სულ ლეგიონერები ჩამოვიყვანოთ, მათ ხარჯზე გავიდეთ ფონს და ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს გზა არ გავუხსნათ? - ასე ნაკრებსაც ზარალი დაადგება. სხვებისგან განსხვავებით, ქართველი ფეხბურთელები ბევრად ნიჭიერები არიან, მაგრამ მათ რამდენიმე წელი სჭირდებათ იმისთვის, რომ მაღ​ალ დონეზე იყვნენ და გუნდი ევროტურნირებზე გაიყვანონ. როცა "არარატმა" მოგვიგო, გუნდში მხოლოდ 2 ადგილობრივი ფეხბურთელი ჰყავდათ. "საბურთალოში" სწორედ იმიტომ აღ​არ ვმუშაობ, რომ მოთხოვნაა, ყოველ წელს ევროტურნირებზე გავიდეთ. ვიმეორებ, ასე არ ხდება და ამას წლები სჭირდება. ყოველ წელს გვინდა სასწაულები მოვახდინოთ და არ გვაქვს გრძელვადიანი გეგმა.

"საბურთალოდან" წასვლაზე თასის მოგების შემდეგ გამოაცხადეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ გქონდათ მიღებული?

გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება ევროტურნირების შემდეგ მივიღე და ამაზე ხელმძღ​ვანელობასაც ვუთხარი, თუმცა კონტრაქტის თანახმად, სეზონი პირნათლად დავასრულე და კარგია, რომ ბოლო მატჩში ტიტული მოვიგეთ, თორემ რომ წამეგო, სხვანაირი მიდგომა იქნებოდა და იტყოდნენ, დამარცხებული წავიდაო. წასვლის მიზეზი უკვე გითხარით - ვერ ვხედავდი გრძელვადიან პროგრამას და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ჩემთვისაც და კლუბისთვისაც სწორი იყო.

 ჭიაბრიშვილი: "გეტყვით, რატომ წავედი საბურთალოდან...ამაზე ფეხბურთელებმაც არ იცოდნენ"

როგორც თქვით, გუნდიდან წასვლა ევროტურნირებიდან გავარდნის შემდეგ გადაწყვიტეთ და საქმის კურსში ხელმძღ​ვანელობაც იყო. ფეხბურთელებმაც იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ?

ჩემს ფეხბურთელებს თასის ფინალის წინ გამოვუცხადე, რომ ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო და მივდიოდი. მანამდე, არავინ არაფერი იცოდა. როცა მატჩის წინ ფეხბურთელებს ამის შესახებ ვუთხარი, მოედანზე დავინახე, რომ ისინი დიდი მოტივაციით იყვნენ და ეს თამაში და ტიტული მთლიანად მე მომიძღ​ვნეს, რისთვისაც, თქვენი გამოცემის საშუალებით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო - ეს ჩემთვის დაუვიწყარი თამაში იყო.

რა გეგმები გაქვთ "საბურთალოდან" წასვლის შემდეგ? არის საუბრები, თითქოს 21-წლამდე ნაკრებში გია ცეცაძის ადგილს დაიკავებთ...

რაც "საბურთალოდან" წამოვედი, მოლაპარაკება არცერთ გუნდთან არ მქონია, მათ შორის, არც ახალგაზრდულ ნაკრებთან. ჩემი "საბურთალოდან" წასვლა არ ემყარებოდა იმას, რომ სხვა კლუბთან უკვე შეთანხმებული ვიყავი და იქ გადავიდოდი - არა! - ისიც გათავისებული მქონდა, რომ შესაძლოა, დიდი ხანი უმუშევარი ვყოფილყავი. თუ ვინმეს შემოთავაზება ექნება, მზად ვარ, განვიხილო. ამ ეტაპზე, საუბარი არავისთან მქონია.

ფოტო: ს.კ. საბურთალო
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
10:19Liverpool
კლოპი ვერნერს პირადად დაემშვიდობა
10:06Real Madrid
"ეგოისტი ფეხბურთელი? 6:0 მოვიგეთ, რონალდუ კი გოლის ვერ გატანის გამო ნაწყენი იყო", - ვან დერ ვაარტი
09:43Real Madrid
"რონალდუ მოურინიოს კრიტიკის გამო ცრემლებს ძლივს იკავებდა", - მოდრიჩი
09:30Juventus
"ამ ორ გუნდში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი", - კიელინი იუვედან წასვლის შესახებ
02:19Bayern München
ხავი მარტინესმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა
02:16Saburtalo
ოფიციალურად: საბურთალომ პირველი ტრანსფერი განახორციელა
02:11
ქართველი ქომაგის დიდი კრიტიკა: როგორი იქნება თბილისის ახალი სპორტის სასახლე? [VIDEO]
02:08Barcelona
დი მარია: "ბედნიერი ვარ, რომ ბარსელონაში არ გადავედი"
02:05Borussia Dortmund
კურიოზი გერმანიაში: რის გამო დასაჯა სანჩო ბუნდესლიგამ?
02:01Inter
უცნობი ფაქტი: მომენტი, როცა რომას ლაუტაროს შეძენა 8 მილიონად შეეძლო
01:57
საფრანგეთში ბრუნდებიან: სატრანსფერო ფანჯრის გახსნის ზუსტი დრო ცნობილია
01:47
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი შესაძლოა თემურ ქეცბაიას გუნდში ვიხილოთ
01:44Saburtalo
საბურთალოს ახალი სპონსორი ჰყავს
01:42
მაიკლ ჯორდანი 10 წლის განმავლობაში, რასიზმის წინააღმდეგ 100 მილიონს გაიღებს
00:36Chelsea
ტალიაფიკოს პრემიერ ლიგაში მსურველი გამოუჩნდა
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა