საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

სასწაული შედგა: ლივერპულმა ბარსელონა 4:0 გაანადგურა და ფინალში გავიდა [VIDEO]
სასწაული შედგა: ლივერპულმა ბარსელონა 4:0 გაანადგურა და ფინალში გავიდა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2 ფინალურ თამაშში "ლივერპულმა" შინ დაუჯერებელი ქამბექი შეასრულა და "ბარსელონა" 4:0 გაანადგურა.

მერსესაიდელებმა თავიდანვე ძალიან აგრესიულად, აქტიურად დაიწყეს და მიზანსაც მიაღწიეს - მე-7 წუთზე ჯორდან ჰენდერსონის დარტყმულს დივოკ ორიჯიმ დაამატა და ანგარიში გახსნა.

პირველი ტაიმი თანაბარი და საინტერესო გამოდგა, მომენტი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მერსესაიდელებმა მინიმალური უპირატესობა შეინარჩუნეს - 1:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში ტრავმირებული ენდი რობერტსონი ჟორჟინიო ვიინალდუმმა შეცვალა და ჰოლანდიელმა ორწუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა და ორი მატჩის ჯამში წონასწორობა სრულიად აღადგინა.

ამის შემდეგ "ლივერპულმა" თამაში დაამშვიდა და 79-ე წუთზე "წითლებმა" კატალონიელების უყურადღებობით ისარგებლეს - არნოლდმა კუთხური სწრაფად შეასრულა და საჯარიმოში მარტო დარჩენილ ორიჯის დაუტოვა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა!

"წითლებმა" კატალონიაში 0:3 წააგეს, მაგრამ "ენფილდზე" დაუჯერებელი ქამბექი შეასრულეს და ორი მატჩის ჯამში, 4:3 იმარჯვეს.

იურგენ კლოპის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა და 1 ივნისს მადრიდში "ტოტენჰემი" - "აიაქსის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
10:22
ჭიკაძემ სასურველი მეტოქე დაასახელა: "წლის ბრძოლა იქნება"
10:01Bayern München
ბაიერნის ახალი "შუშის კაცი"
09:45
"ოქროს ბურთი პრიორიტეტი არ არის", - მბაპე
09:29Real Madrid
რეალი ჰავერცისთვის ბრძოლაში ჩაერთო
09:17Barcelona
ბარსელონა ტერ შტეგენს კვლავ ვერ უთანხმდება
04:16
Millennial, 21, Reveals How He Made His First MILLION Dollars
04:03
ლეგიას ქართველი ლიდერი - პოლონეთში ვაკო გვილიას აქებენ
03:53
VIDEO: ბასილაშვილის დასაფასებელი საქციელი, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა
03:46Barcelona
ვიდალის ყოფილმა თანაგუნდელმა დაასახელა კლუბი, სადაც არტუროს სურს თამაში
03:23Barcelona
სუარესი: "ბარსელონა მიზანი და ამბიცია უცვლელია"
03:20Bayern München
ლევანდოვსკის განუმეორებელი შედეგი ბუნდესლიგაში
03:13
სასიამოვნო ინფორმაცია: კორონავირუსი პრემიერ ლიგის არცერთ კლუბში არ დადასტურდა
03:10Liverpool
მინოლემ ახსნა, თუ რატომაა ლივერპული ასეთი წარმატებული
03:07Chelsea
ჟირუ ფინალს იხსენებს: "მათთვის ბევრი რამ მქონდა დასამტკიცებელი"
03:02
ვაკო გვილიას მორიგი ბრწყინვალე მატჩი და გამარჯვება [VIDEO]
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა