საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა
ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა
ივან რაკიტიჩი - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ნახევარმცველი. ხორვატიის ნაკრებისა და "ბარსელონას" წამყვანი ფეხბურთელი. ბალკანელის კოლექციაშია: ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგის რამდენიმე ოქრო, ევროპა ლიგა, მუნდიალის ვიცე-ჩემპიონობა და ბევრი სხვა.

საფეხბურთო სამყარომ სლავი მოთამაშე გელზენკირხენის "შალკესა" და "სევილიაში" ასპარეზობის დროს გაიცნო. ბევრმა არ იცის, რომ რაკიტიჩის კარიერა "ბაზელში" დაიწყო, მეტიც, ახალგაზრდობაში ივანს შვეიცარიასთან უამრავი რამ აკავშირებდა.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

საქმე იმაშია, რომ ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ნეიტრალურ ქვეყანაში დაიბადა. ბალკანელი 2006-2007 წლებში "მესაათეების" 21-წლამდელთა ეროვნულ გუნდშიც გამოდიოდა, მაგრამ ბოლოს, არჩევანი ისტორიულ სამშობლოზე შეჯერდა.

სლავი ფეხბურთელი "მოლინ-რიბურგის" აკადემიაში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ის "ბაზელში" მოხვდა. 2005-ში, ანუ მაშინ, როდესაც რაკიტიჩი 17 წლის იყო, მან "წმინდანთა" მთავარ გუნდში პირველი ნაბიჯები გადადგა.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

"როტბლაუს" იმ დროს ჯერ კიდევ კრისტიან გროსი ედგა სათავეში - ალბათ, ყველაზე წარმატებული მწვრთნელი "ლურჯ-წითლების" ისტორიაში. რაც შეეხება შემადგენლობას, ივანის გარდა, "ბაზელში" ბრწყინავდნენ: ცუბერბიულერი, იაკინი, მიულერი, ვარელა, ჩიპერფილდი, როსი და ა.შ.

"წმინდანების" ახალ თაობას კი რაკიტიჩთან ერთად წარმოადგენდნენ - პეტრიჩი, კუზმანოვიჩი, ედუარდო და დეგენი. ერთი სიტყვით, "როტბლაუ" შვეიცარული ფეხბურთის ლიდერი იყო, რომელიც ევროპაში დამკვიდრებასაც ცდილობდა.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

აღსანიშნავია, რომ სეზონში, როდესაც ივანი მთავარ გუნდში გადაიყვანეს, "ლურჯ-წითლებმა" გაიფორმეს შვეიცარიის სუპერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლეგიონერი: მიხეილ ყაველაშვილი.

ქართველი იმ დროს უკვე 33 წლის იყო და გროსი მასში გამოცდილ ოსტატს ხედავდა, რომელიც ახალგაზრდებს დიდ ფეხბურთს შეაჩვევდა. ჩვენმა თანამემამულემ კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ნეიტრალურ ქვეყანაში გაატარა.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

"მანჩესტერ სიტიდან" წამოსვლის შემდეგ, ყაველაშვილმა ითამაშა "გრასჰოპერში", "ციურიხში", "ლუცერნში", "სიონში", "არაუსა" და "ბაზელში". ჯამში - თითქმის 10-წლიანი კარიერა ალპებში, 230-მდე მატჩი, 70-ზე მეტი გოლი, ჩემპიონობა და ქვეყნის თასი.

"წმინდანთა" შემადგენლობა ნამდვილად გამოცდილი ფეხბურთელით შეივსო. მიხეილი არაერთხელ დახმარებია "როტბლაუს". სამწუხაროდ, ქართველს, ისევე როგორც რაკიტიჩს, ხშირი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია. ივანი იყო მეტისმეტად ახალგაზრდა, ყაველაშვილი კი უკვე ხანში შესული.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

ამის მიუხედავად, აღნიშნულმა ტანდემმა რამდენიმე შეხვედრა ერთად მაინც ჩაატარა. გამოსარჩევია 2006 წლის აგვისტოში "თუნის" განადგურება - ფეხბურთელები მოედანზე თითქმის ერთდროულად შემოვიდნენ და მეტოქის დარბევაში მათ თავისი წვლილი შეიტანეს.

მიხეილმა და ივანმა ერთად უეფას თასის შესარჩევ ეტაპზეც ითამაშეს. "ლურჯ-წითლებმა" მათი დახმარებით "ტობოლი" და "ვადუცი" დაამარცხეს. ქართველი გროსის გუნდში ერთგვარი ჯოკერის როლში იყო, რომელიც მძიმე დროს გუნდისთვის საჭირო გოლს იტანდა.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

ჯამში ჩვენმა თანამემამულემ "ბაზელში" ოთხი ბურთი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ყველა გოლი ყაველაშვილმა 82-91 წუთების შუალედში გაქვითა. შეიძლება ვინმეს ახსოვდეს კიდეც "გრასჰოპერთან" მატჩი, რომელშიც მიხეილის შემოსვლამდე ანგარიში 1:1 იყო, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთზე ქართველმა თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ყაველაშვილმა და რაკიტიჩმა ერთად წელიწად-ნახევარი გაატარეს. სამწუხაროდ, ჩემპიონობის ზეიმის ბედნიერება მათ არ ჰქონიათ, მიზეზი - კურიოზულია და უცნაურიც კი.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

საქმე იმაშია, რომ "წმინდანებმა", ისევე როგორც ჩემპიონმა "ციურიხმა" 78 ქულა მოაგროვეს. მათი სხვა შედეგებიც აბსოლიტურად იდენტური იყო - 23 გამარჯვება, 9 ფრე, 4 მარცხი, მაგრამ "ციურიხს" ბურთების უკეთესი შეფარდება ჰქონდა, შესაბამისად, ჩემპიონი სწორედ აღნიშნული გუნდი გახდა და არა "როტბლაუ".

შემდეგ სეზონში მიხეილისა და ივანის გზები გაიყარა. ქართველი "ლურჯ-წითლების" შემადგენლობაში პრაქტიკულად აღარ ჩნდებოდა, რის შედეგადაც, ზამთარში მან კლუბი დატოვა, მოგვიანებით კი კარიერაც დაასრულა. რაც შეეხება ხორვატს, ის "ბაზელში" დამკვიდრდა და ევროპული კლუბების ყურადღებაც მიიპყრო.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

ერთი წლის შემდეგ, ბალკანელი "შალკეში" გადავა, სადაც ლევან კობიაშვილსა და ლევან ყენიას შეხვდება. მოგვიანებით კი ლა ლიგის სამყაროში შეაბიჯებს "სევილიასა" და "ბარსელონას" შემადგენლობაში. ასეთია რაკიტიჩის კარიერული გზა, ყაველაშვილიდან-მესიმდე.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
03:08
ფეხბურთელები, რომლებმაც პრემიერ ლიგა შეცვალეს - სიაში გიორგი ქინქლაძეცაა
03:00Tottenham Hotspur
ლუკას მოურამ კეინი შეაქო: "ის უკვე ლეგენდაა"
02:57Juventus
გალაქსის მწვრთნელი: "იგუაინი მინდა, მაგრამ ვიცი, რა გუნდს აირჩევს ის"
02:52Liverpool
კლოპი: "ხელთათმანებით და პირბადეებით ჩემი ფეხბურთელები დადიან და ხალხს რა სჭირს?"
02:47Borussia Dortmund
ფიფას პრეზიდენტი ფეხბურთელების ჟესტზე: "ისინი დასჯას კი არა, ტაშს იმსახურებენ"
02:40
სეზონის განახლებამდე, პრემიერ ლიგის კლუბები ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
02:38Barcelona
ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი: "რასაც რონალდო აკეთებდა, ამის გაკეთება მხოლოდ მესის შეუძლია"
02:32Real Madrid
ბენზემა: "როცა 2 თვე უბურთოდ ხარ, დაბრუნება რთულია"
00:39Barcelona
4 ფეხბურთელი, რომელსაც ბარსელონა 30 ივნისამდე მოიშორებს
00:28Liverpool
"იმ მატჩის ყურების შემდეგ, მივხვდი, რომ ლივერპულში თამაში მინდოდა", - ტრენტი
00:17Juventus
ბუფონისა და კიელინის მომავალი გაირკვა
00:03Barcelona
უმტიტის შემდეგ, ბარსელონას კიდევ ერთი ფეხბურთელი დაუბრუნდა
23:52Arsenal
ფეხბურთელი, რომელიც სანჩესზე მხითარიანის ნაცვლად უნდა გაცვლილიყო
23:42Real Madrid
"ზიდანი მხოლოდ ერთ რაღაცას გვთხოვს", - ბენზემა
23:31Liverpool
ალექსანდრ-არნოლდი: "თვითიზოლაცია დამეხმარა"
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა