საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

სიტი - შალკე: გვარდიოლა ზედიზედ მეორე 1/4 ფინალს უმიზნებს
სიტი - შალკე: გვარდიოლა ზედიზედ მეორე 1/4 ფინალს უმიზნებს
გერმანიაში "შალკესა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება საკმაოდ სანახაობრივი და საინტერესოც გამოდგა. დღეს კი "ეტიჰადზე" საპასუხო 1/8 ფინალური თამაში გაიმართება.

ინგლისელებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ გერმანელებს დასაკარგი არაფერი აქვთ, თანაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი სიურპრიზებით არის აღსავსე.

მანჩესტერ სიტი - შალკე

დასაწყისი: 00:00 საათი
სტადიონი: "ეტიჰადი", მანჩესტერი
მთავარი მსაჯი: კლემენ ტარპენი
პირველი მატჩის შედეგი: შალკე 2:3 სიტი

მანჩესტერ სიტი

გელზენკირხენში "სიტიმ" არასაიმედოდ იმოქმედა და დიდი ხანი აგებდა კიდეც, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ლეროი სანემ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ყველაფერი შეცვალა. 10 კაციანმა "სიტიმ" გერმანიაში ქამბექი შეასრულა და სტერლინგმა საკუთარი გუნდს 3:2 მოაგებინა. "ქალაქელები" შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან, თანაც თებერვლის ბოლოს ინგლისის ლიგის თასის ტიტული მოიპოვეს და განწყობა აიმაღლეს.

სიტი - შალკე: გვარდიოლა ზედიზედ მეორე 1/4 ფინალს უმიზნებს

პეპ გვარდიოლას გუნდმა ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 9 თამაში მოიგო, პრემიერ ლიგაში კი 6 მატჩიანი გამარჯვებათა სერია აქვს. ამ პერიოდში "სიტიმ" 16 გოლი გაიტანა და თავად მხოლოდ ორი ბურთი გაუშვა. მანჩესტერული კლუბი ეროვნულ ჩემპიონატს ლიდერობს და "ლივერპულს" 1 ქულით უსწრებს, ახლა კი ეცდება, რომ 1/4 ფინალური ეტაპის საგზური გაიფორმოს.

შალკე

გელზენკირხენულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე ღირსეულად იასპარეზა, მაგრამ მოულოდნელად 10 კაციან "სიტისთან" ვეღარ შეინარჩუნა უპირატესობა და 2:3 დამარცხდა. საერთო ჯამში, "შალკე" მიმდინარე სეზონში საკმაოდ არასტაბილურად და სუსტად გამოიყურება, ხოლო ბოლო პერიოდში კატასტროფულ ფორმაშია.

სიტი - შალკე: გვარდიოლა ზედიზედ მეორე 1/4 ფინალს უმიზნებს

"სიტისთან" წაგების შემდეგ დომენიკო ტედესკოს გუნდმა ბუნდესლიგაში ზედიზედ 3 შეხვედრა წააგო, თანაც ისე, რომ საერთო ჯამში სულ 11 ბურთი გაუშვა. "შალკე" "მაინცთან" (0:3) და "ფორტუნასთან" (0:4) განადგურდა, ხოლო გასულ უქმეებზე გასვლაზე ბრემენის "ვერდერთანაც" წააგო (2:4). "შალკემ" 2019 წელს მხოლოდ ორი ოფიციალური თამაში მოიგო და დღეს სასწაულის იმედზე თუ იქნება.

გუნდების საკადრო მდგომარეობა

მანჩესტერულ კლუბს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი აქვს. "სიტის" კვლავ ვერ ეხმარება კევინ დე ბრუინი, ბრავო, მენდი და კომპანიც ტრავმირებულნი არიან. ფერნანდინიო და ოტამენდი კი დისკვალიფიკაციას მოიხდიან.

"შალკეს" მასკარელი, ჰარიტი, კალიჯური, შიოპფი და უტი ვერ დაეხმარებიან.

სიტი: ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, ლაპორტი, ზინჩენკო; ბერნარდუ სილვა, გიუნდოგანი, დავიდ სილვა; სტერლინგი, აგუერო, სანე.

შალკე: ფიარმანი; კანაპლიანკა, სტამბული, სანე, ნასტასიჩი, ოშიპკა; მაკკინი, რუდი, ბენთალები; ემბოლო, ბურგშტალერი.

ფაქტები და სტატისტიკა:

აქამდე ამ გუნდების გზა მხოლოდ ორჯერ გადაიკვეთა. 2008/09 წლების სეზონის უეფას თასზე "სიტიმ" გელზენკირხენში 2:0 იმარჯვა, ხოლო შორეულ 1969/70 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის 1/2 ფინალში "ქალაქელებმა" პირველი მატჩი გასვლაზე 0:1 წააგეს, მაგრამ შინ მეტოქე 5:1 გაანადგურეს.

"სიტი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს, მაგრამ ეს ბარიერი წინა 5 მცდელობიდან მხოლოდ ორჯერ გადალახა.

მანჩესტერულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე 5 საშანაო თამაშიდან 3 წაგებული აქვს - 1 მოგება, 1 ფრე.

"სიტიმ" ბოლო 8 დაპირისპირებიდან გერმანული კლუბების წინააღმდეგ 7 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

"ქალაქელებს" შინ ბუნდესლიგის გუნდებთან ზედიზედ 4 თამაში აქვთ მოგებული. საერთო ჯამში "სიტის" სინ გერმანულ კლუბებთან ერთადერთი მარცხი აქვს (7 მოგება, 2 ფრე) - 2014 წლის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნთან" (1:3).

"სიტის" გერმანულ კლუბებთან ორივე საფლეი-ოფო დაპირისპირება წაგებული აქვს.

"სიტიმ" გასვლაზე ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა ცხრაჯერ მოიგო და ყოველ ჯერზე მოიპოვა მომდევნო ეტაპის საგზური.

"შალკე" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 2015 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

გელზენკირხენული კლუბი ფლეი-ოფში აქამდე ხუთჯერ გავიდა და მერვედფინალის ბარიერი ორჯერ დაძლია - 2007/08 და 2010/11 წლების სეზონებში.

"შალკეს" ბოლო 15 გასვლითი მატჩიდან ევროარენაზე მხოლოდ სამი აქვს წაგებული - 8 მოგება, 4 ფრე.

"ლურჯებს" ინგლისური კლუბების წინააღმდეგ 6 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ - 2 ფრე, 4 წაგება.

"შალკეს" პრემიერ ლიგის გუნდებთან ორმატჩიანი დუელებში ერთი მოგება და ერთი წაგება აქვს.

"შალკემ" დათმო ყველა (5) ორმატჩიანი დაპირისპირება, რომლის პირველი საშინაო შეხვედრაც წააგო.

ლეროი სანე "შალკეს" აღზრდილია და სახელი სწორედ ამ გუნდის რიგებში გაითქვა. მის ანგარიშზე ბუნდესლიგაში 47 თამაშში 11 გატანილი გოლია.

ყოფილ კლუბს ხვდება მატია ნასტასიჩიც, რომელიც "სიტის" ღირსებას 2012-14 წლებში იცავდა და პრემიერ ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა.
დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
10:26Bayern München
ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა ხსნილია - ბაიერნი საკუთარ კედლებში აუთსაიდერს უმასპინძლებს
09:03Barcelona
"ბრეიტუეიტის ყიდვით, ბარსელონამ გაგვანადგურა", - ლეგანესის დირექტორი
08:50Manchester United
მანჩესტერი კეინზე 4-ჯერ უფრო იაფ ფორვარდზე გადაერთო
08:38Liverpool
"ფურცელზე დაწერილითა და დაზეპირებული მეთოდებით ლივერპული არ თამაშობს", - კლოპი
08:24Borussia Dortmund
გიგსმა თანამედროვეობის 3 ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე დაასახელა
08:13Juventus
"იუვენტუსს პიანიჩი აღარ სჭირდება", - ტურინელთა ყოფილი სელექციონერი
08:02Real Madrid
რეინიერი ლა ლიგის ორ გუნდს სურს
05:17
რა ავტომობილებს ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები?
03:20Barcelona
კიკე სეტიენი: "5 ცვლილება ჩემს გუნდს დააზარალებს"
03:16Atlético Madrid
დიეგო კოშტას პატიმრობა ემუქრება
01:59
სერია ა-ს პირველი მატჩი გაიმართება იქ, სადაც კორონავირუსი დაიწყო
01:55Borussia Dortmund
VIDEO: ზუსტად ერთ წლის წინ, ჰოლანდმა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ მატჩში 9 გოლი გაიტანა
01:50
სერბეთის შემდეგ, ტრიბუნაზე მაყურებელს კიდევ ერთ ქვეყანაში დაუშვებემ
01:45Leicester City
ბრენდან როჯერსს კორონავირუსი ჰქონდა
01:42Manchester City
მაჰრეზმა ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსები შეაფასა: "ამისთვის ყველაფერი გვაქვს"
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა